ჩამილ სიჯარიჩი
ჩამილ სიჯარიჩი (დ. 18 დეკემბერი, 1913 — გ. 6 დეკემბერი 1989) — მონტენეგროელი ბოსნიელი მწერალი.
ჩამილ სიჯარიჩი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 დეკემბერი, 1913[1] |
დაბადების ადგილი | ბიელო-პოლე, ჩერნოგორიის სამეფო |
გარდაცვალების თარიღი | 6 დეკემბერი, 1989[1] (75 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სარაევო |
საქმიანობა | ჟურნალისტი და მწერალი |
მოქალაქეობა | ბოსნია და ჰერცეგოვინა[1] |
ალმა-მატერი | University of Belgrade Faculty of Law |
ჯილდოები | ანდრიჩის პრემია |
დაიბადა ბიელო-პოლეში, მონტენეგროში, მუსლიმი მშობლების ოჯახში. ორივე მშობელი ბავშვობაში გარდაეცვალა.[2] 1936 წელს ჩააბარა ბელგრადის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 4 წლის შემდეგ დაამთავრა. ის იყო როგორც ჩერნოგორიის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემიის წევრი. ჩამილი 75 წლის ასაკში ავტო ავარიის შედეგად დაიღუპა.
ცხოვრების უმეტესი დრო გაატარა სკოპიეში, ბელგრადში და ბოლოს სარაევოში სადაც ის 1989 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. მიუხედავად ამისა მისი ნამუშევრები უმეტესობა ეხება მონტენეგროს და ბიელო-პოლეს. მისი ნაწერები ნათარგმნია მრავალ ენაზე, მათშორის რუსულად, გერმანულად და ფრანგულად.[3]
ნაშრომები
რედაქტირებამის ნაშრომებიდან განსაკუთრებით მნივვნელოვან ნაწარმოებებად ითვლება:
- Ram-Bulja (ისტორიები, 1953)
- Bihorci (ნოველა, 1955)
- Mojkovacka bitka (ნოველა, 1968)
- Sablja (ისტორიები, 1969)
- Konak (ნოველა, 1971)
- Carska vojska (ნოველა, 1976)
- Francuski pamuk (ისტორიები, 1980)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Uz stogodišnjicu rođenja Ćamila Sijarića: Bihorske tišine majstora priče. Pobjeda (2 November 2013). ციტირების თარიღი: 6 June 2014.
- ↑ Ćamil Sijarić - Biography. Camo Ceha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 13 May 2012.