ჩალიანხევის ნამოსახლარი

ჩალიანხევის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ჩალიანხევის მარცხნივ, ბორცვზე. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრით და ძვ. წ. I ათასწლეულის საწყისი საუკუნეებით.

2009 წელს დაზვერვებისას მიაკვლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა რაზმმა (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). ნამოსახლარის ციტადელი ოთხკუთხაა (170 X 150 მ.) კუთხეებმომგვალებული. გარეშემოუყვება სათავდაცვო ზღუდე (სიმაღლე 2 მ-მდე).

ნამოსახლარზე აკრეფილი მასალა დაცულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ლიტერატურა რედაქტირება