შუშხუთის ეკლესია
არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
შუშხუთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგულთან.
ეკლესია ერთნავიანია (4,8 x 2 მ), ნაგებია თლილი ქვისაგან. ეკლესიას შესასვლელი აქვს დასავლეთით, ხოლო ერთი სარკმელი აღმოსავლეთით. სარკმლის თავის ქვის მარჯვენა მხარეს გამოსახულია პიროვნების თავი. შემონახულია მხოლოდ თავის მოყვანილობა მკრთალად. დასავლეთის კარის თავზე. ქვაზე გამოსახულია დაზიანებული ჯვარი. მის ზემოთ მდებრე სანათური შემკულია ჩუქურთმით. დასავლეთის კედელზე შემონახულია ორსტრიქონიანი წარწერა. გიორგი ბოჭორიძის მიხედვით წარწერა ასე იკითხება:
„ასაშენებელი მან შემოწირა, შეუნდენ ღმერთმან.“
|
გალერეა
რედაქტირება-
შუშხუთის ეკლესიის წარწერა
-
ტაძრის ხედი
-
შუშხუთის ეკლესიის ნანგრევები
ლიტერატურა
რედაქტირება- ბოჭორიძე გ., მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992, გვ. 82-83