შუნგის იმპერია
შუნგის იმპერია — იმპერია ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში. წარმოიქმნა დაახლ. ძვ. წ. 185—73 წლებში, მაურიების იმპერიის დაცემის შემდეგ. დედაქალაქი — პატალიპუტრა.
მაურიების იმპერიის დაცემა
რედაქტირებაძვ. წ. 185 წელს, მეფე აშოკას გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ მაურიების უკანასკნელი მეფე ბრიჰადრათჰა სასტიკად მოკლეა სამხედრო აღლუმზე საკუთარმა მთავარსარდალმა პუშიამიტრა შუნგას მიერ, რომელმაც თავი მეფედ გამოახცადა და ახალი დინასტია შექმნა.
ბუდიზმის დევნა
რედაქტირებაპუშიამიტრა შუნგა იყო მორწმუნე ბრამინი. იგი იყო ბუდიზმის მკვეთრი მოწინააღმდეგე და სისასტიკით ცნობილი. მან დანგრია ბუდისტური მონასტრები და დახოცა ბერები. აჯილდოებდა ხალხს ბუდისტი ბერების მკვლელობებისთვის. ბუდისტური მონასტრები იძარცვებოდა და გარდაიქმნებოდა ინდუისტურ ტაძრებად. განსაკუთრებით, ისეთ ადგილებში, როგორიცაა ნალანდა, ბოდგაია, სარნატი, და მატჰურა.
კონფლიქტი ინდო-ბერძნებთან
რედაქტირებადაახლოებით, ძვ. წ. 180 წელს ინდო-ბერძნების მეფე დემეტიოს I ბაქტრიელი გაემართა შუნგის წინააღმდეგ სალაშქროდ. მიაღწია თითქმის პატალიპუტრამდე. ჩამოაყალიბა ახალი ინდო-ბერძნული სამეფო ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის ტერიტორიაზე. შეჭრის მიზეზად ითვლება აგრეთვე ბუდიზმი, რომელმაც ამ ადგილების დაკავებიდან მალევე აყვავებას მიაღწია. განსაკუთრებით არსებითი წვლილი ბუდიზმის განვითარებასა და გავრცელებაში მიუძღვის მხსნელად წოდებულ მეფე მენანდერ I-ს.
ჰელიოდორის სვეტის თანახმად, ინდო-ბერძნები და შუნგა დაზავდნენ და დაახლოებით ძვ. წ. 110 წელს გაცვალეს დიპლომატიური მისიები.
შუნგის სამეფოს ბოლო პერიოდი
რედაქტირებაგვინ პერიოდში შუნგის სამეფოში გაგრძელდა წინააღმდეგობა ცენტრიდან მოშორებულ ადგილებში. ხოლო შუნგის დინასტიის დაცემის შემდეგ იმპერიას მართავდა კავნას დინასტია.
შუნგის მეფეთა სია
რედაქტირება- პუშიამიტრა შუნგა (ძვ. წ. 185—149)
- აგნიმიტრა (ძვ. წ. 149—141)
- ბასუჯტიეშა (ძვ. წ. 141—131)
- ბასუმიტრა (ძვ. წ. 131—124)
- ანდჰრაკა (ძვ. წ. 124—122)
- პულინდაკა (ძვ. წ. 122—119)
- გკჰოშა
- ბაჯრამიტრა
- ბჰაგავატა
- დევაბჰუტი (ძვ. წ. 83 — 73)
ლიტერატურა
რედაქტირება- Dictionary of Buddhism by Damien KEOWN (Oxford University Press, 2003) [ISBN 0-19-860560-9]
- "Ashoka and the decline of the Mauryas" Romila Thaper (London 1961).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შუნგა და ჩრდილო-დასავლეთის ინდოეთი
- მედალიონები ბარჰუტიდან დაარქივებული 2005-11-20 საიტზე Wayback Machine.