შუა ჯუბა (სომალ. Jubbada Dhexe, არაბ. جوبا الأوسط) — რეგიონი სომალის სამხრეთში, ისტორიული რეგიონის — ჯუბალენდის ნაწილი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბუალე.[1] რეგიონი შეიქმნა 1980-იან წლებში. ჩრდილოეთით ის ესაზღვრება გედოს რეგიონს, დასავლეთით ქვემო ჯუბას, აღმოსავლეთით სომალის რეგიონებს — ბაკულის და ბეის, ხოლო სამხრეთით — ინდოეთის ოკეანეს.

რეგიონი
შუა ჯუბა
სომალ. Jubbada Dhexe
არაბ. جوبا الأوسط
ქვეყანა სომალის დროშა სომალი
ადმ. ცენტრი Bu'ale
კოორდინატები 0°59′00″ ჩ. გ. 42°39′00″ ა. გ. / 0.98333° ჩ. გ. 42.65000° ა. გ. / 0.98333; 42.65000
ფართობი 9836 კმ²
მოსახლეობა 362 921 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 36,90 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +252

პოლიტიკური სიტუაცია

რედაქტირება

სომალის სამოქალაქო ომის დროს რეგიონს აკონტროლებდა ორგანიზაცია JVA (ჯუბის ხეობის ალიანსი (Juba Valley Alliance)), მაგრამ 2006 წელს ხელისუფლება ხელში ჩაიგდო ისლამური სასამართლოების კავშირმა.

2006 წელს მოხდა მდინარე ჯუბას ადიდება[2].

2010-2011 წლებში რეგიონს აკონტროლებდა ჰარაკატ აშ-შაბააბი. 2011 წლის შემოდგომიდან ლინდა ნჩის ოპერაციის დროს ჰარაკატ აშ-შაბააბი განდევნეს რეგიონის ტერიტორიიდან, მაგრამ 2014 წლის მდგომარეობით იგი მაინც აკონტროლებს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, დიდი ქალაქების ჩათვლით.

2014 წელს შუა ჯუბა ფორმალურად შედის ჯუბალენდის ავტონომიური წარმონაქმნის შემადგენლობაში, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას სომალის ფედერალურ მთავრობასთან და დღეისათვის მიმდინარეობს ბრძოლები მასსა და ჰარაკატ აშ-შაბააბის ძალებს შორის.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

შუა ჯუბა იყოფა სამ რაიონად[3]:

  1. Somalia. The World Factbook. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 6 December 2013.
  2. UNICEF Somalia: Press releases. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-12-27.
  3. Districts of Somalia. Statoids. ციტირების თარიღი: 6 December 2013.