შუა ბაზარიშუა საუკუნეების თბილისისკალის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი ახლანდელი კოტე აფხაზის ქუჩის ხაზზე, ქალაქის ისტორიული კარიბჭიდან — კოჯრის კარიდან ჩორსუმდე. ეს სახელი შეერქვა იმიტომ, რომ იგი ქალაქის (კალის) ორ უბანს — ზემო უბანსა და ქვემო უბანს შუა მდებარეობდა. 1801 წლიდან, საქართველოს რუსეთთან შეერთების, შემდეგ შუა ბაზარი უფრო ცნობილი იყო „სომხის ბაზრის“ სახელწოდებით, რადგან ვაჭართა დიდი ნაწილს სომხები შეადგენდნენ. აქ განლაგებული იყო ოქრომჭედელთა (ზარგანხანა), ხარაზთა (ხარაზხანა), და სხვა, სავაჭრო-სახელოსნო რიგები; ფაქტობრივად იგი ქალაქის სავაჭრო-სახელოსნო ცენტრს, თავისებურ ბირჟას წარმოადგენდა. შუა ბაზრის კოლორიტს აძლევდა ყველიერის დღესასწასწაულის ბოლოს სალაყბოდან და მეიდნიდან აქ გადმონაცვლებული კარნავალის — ყეენობის ერთი ფაზა — კრივი, რომელიც ხალხმრავალ სერიოზულ შეტაკებაში გადაიზრდებოდა ხოლმე, როგორც ეს მოხდა 1851 წელს. შუა ბაზარში იღებდა ხოლმე სათავეს ქალაქის მოსახლეობის სოციალური პროტესტი. 1865 წელს აქ დაიწყო თბილისელ ამქართა გამოსვლა.

ლიტერატურა

რედაქტირება