ხაზარაჯათი

(გადამისამართდა გვერდიდან შუა ავღანეთის მთები)

ხაზარაჯათი, შუა ავღანეთის მთები (სპარს. هزاره‌جات [1]) — ირანის მთიანეთის ავღანეთში მდებარე ნაწილი. ძირითადად მოიცავს მდინარეების: თეჯენის და ფარახრუდის აუზს. მთიანეთის სიგრძე შეადგენს 600 კილომეტრს, ხოლო სიგანე 300 კმ-ს. ხაზარაჯათის უმაღლესი მწვერვალია კაისარი (4182 მ). ქედი ძირითადად აგებულია ფიქლებითა და კირქვებით.

ხაზარაჯათი
კოორდინატები: 34°49′ ჩ. გ. 67°49′ ა. გ. / 34.817° ჩ. გ. 67.817° ა. გ. / 34.817; 67.817
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
უმაღლესი წერტილი კაისარი
სიმაღლე 4182 
სიგრძე 600 კმ
სიგანე 300 კმ
ხაზარაჯათი — ავღანეთი
ხაზარაჯათი

რეგიონის ძირითად მოსახლეობას შეადგენს ჰაზარელები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება