შუალედური ფილამენტები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შუალედური ფილამენტებიციტოჩონჩხის შემადგენელი კომპონენტი. ამ ფილამენტებს შუალედური მათი დიამეტრის გამო ჰქვიათ. შუალედური ფილამენტები დასპეციალებული არიან დაჭიმულობის წარმოქმნაში (მსგავსად მიკროფილამენტებისა). ისინი წარმოადგენენ ციტოჩონჩხის ელემენტების მრავალფეროვან კლასს. თითოეული ტიპი აგებულია განსხვავებული მოლეკულური სუბერთეულებისაგან, რომლებიც მიეკუთვნებიან ცილების იმ ოჯახს, რომლის წევრსაც კერატინი წარმოადგენს.

შუალედური ფილამენტები უჯრედის უფრო მუდმივი მკვიდრნი არიან, ვიდრე მიკროფილამენტები და მიკრომილაკები, რომლებიც ხშირად იშლებიან და ისევ ეწყობიან უჯრედის სხვადასხვა ნაწილებში. თვით უჯრედის სიკვდილის შემდეგაც კი, შუალედური ფილამენტების ქსელი ხშირად ნარჩუნდება, მაგალითად კანის გარეთა შრე შედგება ცილებით სავსე მკვდარი უკრედებისგან. ქიმიური დამუშავება რომელიც მიკროფილამენტებსა და მიკრომილაკებს გამოჰყოფს ცოცხალი უჯრედის ციტოპლაზმისგან, ტოვებს შუალედური ფილამენტების ხლართს, რომელიც თავის საწყის ფორმას ინარჩუნებს. ასეთი ტიპის ექსპერიმენტები მიგვანიშნებენ რომ შუალედური მიკროფილამენტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უჯრედის ფორმის განმტკიცებისა და გარკვეული ორგანოიდების პოზიციის დასაფიქსირებლად. ბირთვი, ჩვეულებრივ, ზის შუალედური ფილამენტებისაგან გაკეთებულ გალიაში, სადაც ადგილზე დაფიქსირებულია იმ ფილამენტების ტოტებით, რომლებიც ციტოპლაზმაშია განფენილი. სხვა შუალედური ფილამენტები წარმოქმნიან ბირთვის თხელ ფენას, რომელიც ბირთვის გარსს ეკვრის შიგა მხარეზე.

იმ შემთხვევაში, როდესაც მთელი უჯრედის ფორმა ფუნქციას შეესაბამება, სწორედ შუალედური ფილამენტები ამყარებენ ამ ფორმას. ნერვული უჯრედის გრძელი აქსონები, რომლებიც იმპულსებს ატარებენ, გამყარებულია შუალედური ფილამენტების ერთი კლასის მიერ. ამგვარად, სხვადასხვა სახის შუალედურ ფილამენტებს შეუძლიათ მთელი ციტოჩონჩხის საყრდენის როლი შეასრულონ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნილ კემპბელი, ჯეინ ბ. რისი, ბიოლოგია, VII გამოცემა, გვ. 148-149, თბ., 2009 წელი.