შტუტგარტის შტადტბანი
შტუტგარტის შტადტბანი — მსუბუქი მეტროს სისტემა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში. იმართება Stuttgarter Straßenbahnen AG-ის მიერ. შტადტბანის ქსელი ქალაქის უმეტეს ნაწილსა და ახლომდებარე დაბებს ფელბახს, გერლინგენს, ლაინფოლდენ-ეხტენდინგენს, ოსტფილდერნს და ნეკარის რამსეკს ემსახურება.
ხაზები
რედაქტირებახაზი | მარშრუტი |
---|---|
U1 | Fellbach – S.-Bad Cannstatt – S.-Charlottenplatz – S.-Heslach – S.-Vaihingen |
U2 | S.-Neugereut – S.-Bad Cannstatt – S.-Charlottenplatz – S.-Hölderlinplatz |
U3 | S.-Plieningen – S.-Möhringen – S.-Vaihingen |
U4 | S.-Untertürkheim – S.-Ostendplatz – S.-Charlottenplatz – S.-Vogelsang – S.-Botnang |
U5 | S.-Mönchfeld – S.-Zuffenhausen – S.-Hauptbahnhof – S.-Degerloch – S.-Möhringen – Leinfelden |
U6 | Gerlingen – S.-Weilimdorf – S.-Feuerbach – S.-Hauptbahnhof – S.-Degerloch – S.-Möhringen |
U7 | S.-Höhenpark Killesberg – S.-Hauptbahnhof – S.-Ruhbank – S.-Heumaden – Ostfildern-Nellingen |
U8 | S.-Vaihingen – S.-Möhringen – S.-Degerloch – Ostfildern-Nellingen |
U9 | S.-Hedelfingen – S.-Raitelsberg – S.-Hauptbahnhof – S.-Vogelsang |
U11 | S.-Hauptbahnhof – S.-Cannstatter Wasen / Mercedes-Benz Arena / Hanns-Martin-Schleyer-Halle only during the Volksfest, sporting events and music concerts |
U13 | S.-Giebel – S.-Feuerbach - S.-Pfostenwäldle – S.-Pragsattel – S.-Bad Cannstatt – S.-Hedelfingen |
U14 | Remseck-Neckargröningen – S-Münster – S-Hauptbahnhof – S-Rotebühlplatz – S-Heslach |
U15 | S.-Mönchfeld - S.-Zuffenhausen – S.-Nordbahnhof – S.-Hauptbahnhof – S.-Eugensplatz – S.-Ruhbank - S.-Heumaden Extension from Zuffenhausen to Stammheim under construction, will be put into operation on December 12th, 2010 (estimated). |
U16 | S.-Feuerbach - S.-Pfostenwäldle – S.-Pragsattel – S.-Mercedes-Benz-Arena only during sporting events, operation ceased in August 2006 |
U17 | S.-Degerloch Albstraße – S.-Hauptbahnhof – S.-Höhenpark Killesberg |
U18 | S.-Vaihingen – S.-Möhringen – S.-Waldau only during sporting events |
U19 | S.-Neugereut – S.-Bad Cannstatt – S.-Daimler-Stadion only during sporting events, since August 2006 |
ოპერირება
რედაქტირებაშტუტგარტის შტადტბანის ხაზების საერთო სიგრძე 192 კილომეტრს აჭარბებს. ქალაქის ცენტრსა და მჭიდროდდასახლებულ გარეუბნებში ქსელი მიწისქვეშაა. მსუბუქადდასახლებულ ადგილებში შტადტბანი მიწისპირზე მიედინება. სისტემას 164 ვაგონი ემსახურება, რომლებიც სტანდარტულ ლიანდაგზე გადაადგილდებიან. ხაზები ელექტროფიცირებულია. 2007 წელს შტადტბანმა ქალაქის ტრამვაის სისტემა საბოლოოდ ჩაანაცვლა, რასაც 27 წელი დასჭირდა.
შტადტბანი 04:45 - 1:15 მუშაობს, მატარებლები დღისით 10-წუთიანი ინტერვალით, საღამოობით 15–20-წუთიანი ინტერვალით მოძრაობენ.
საფასური და გაბილეთიანება
რედაქტირებაშტადტბანი რეგიონული ტრანსპორტის ნაწილია და მისი ბილეთებიც აგლომერაციაში არსებულ ტრანსპორტზე დაწესებული ბილეთების მსგავსია.
ფერი
რედაქტირებაისევე, როგორც შტუტგარტის გერბი, სადაც შავი, გაუხედნავი ცხენია ყვითელ ან ოქროსფერ ველზე გამოსახული, ასევე ქალაქის შტადტბანი, ავტობუსებიც და ხმარებიდან ამოღებული ტრამვაის ვაგონებიც ყვითელი ფერისაა შავი ფერის ფანჯრის ჩარჩოებით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Stadtbahn map (pdf) დაარქივებული 2008-09-20 საიტზე Wayback Machine.
- Stuttgart Stadtbahn from UrbanRail.Net დაარქივებული 2008-06-20 საიტზე Wayback Machine.