შრეკი სამუდამოდ
შრეკი სამუდამოდ (თავდაპირველად შრეკი: ბოლო თავი და შრეკი სამუდამოდ: ბოლო თავი; ასევე შრეკი 4) [1] — 2010 წლის ამერიკული კომპიუტერული ანიმაციური კომედიური ფილმი, რომელიც წარმოებული DreamWorks Animation– ის მიერ და როლის დისტრიბუტორია Paramount Pictures. ეს არის შრეკის ფილმების სერიის მეოთხე ნაწილი და შრეკი 3-ის (2007) გაგრძელება. ფილმის რეჟისორი იყო მაიკ მიტჩელი, ხოლო სცენარის ავტორები იყვნენ ჯოშ კლაუსნერი და დარენ ლემკე. მთავარ როლებს ასრულებენ მაიკ მაიერსი, ედი მერფი, კამერონ დიაზი, ანტონიო ბანდერასი, ჯული ენდრიუსი და ჯონ კლიზი, რომლებიც მონაწილეობენ წინა ნაწილებში.
„შრეკი სამუდამოდ / შრეკი 4“ | |
---|---|
ინგლ. Shrek forever after | |
ჟანრი | კომედია |
ფილმის ტიპი | ანიმაციური ფილმი |
რეჟისორი | მაიკ მიტჩელი |
პროდიუსერი |
ჯინა შეი ტერესა ჩენგი |
სცენარის ავტორი |
ჯოშ კლაუსნერი დარენ ლემკი |
როლებში |
|
კომპოზიტორი | ჰარი გრეგსონ-ვილიამსი |
დისტრიბუტორი | Paramount Pictures |
გამოსვლის თარიღი | 21 აპრილი, 2010 წელი, ტრიბეკას კინოფესტივალი |
ხანგრძლივობა | 93 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური ენა |
ბიუჯეტი | 135–165 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 752.6 მილიონი აშშ დოლარი |
ფილმის პრემიერა შედგა ტრიბეკას კინოფესტივალზე 2010 წლის 21 აპრილს, ხოლო თეატრალურად გამოვიდა შეერთებულ შტატებში 2010 წლის 21 მაისს 2D, 3D და IMAX 3D ფორმატებში. ფილმი დასახელებულია ყველაზე შემოსავლიან ფილმად, რომელმაც სამი კვირის განმავლობაში ამერიკასა და კანადაში რეკორდული რაოდენობის თანხა გამოიმუშავა. მას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა კრიტიკოსებისგან. მთელს მსოფლიოში კი 752 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, რომელიც 2010 მეხუთე ყველაზე მაღალ შემოსავილიანი ფილმია. გარდა ამისა, შრეკი სამუდამოდ გახდა DreamWorks Animation– ის მეორე ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ფილმი საერთაშორისო ბაზარზე. [2] მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გაიყიდა, როგორც ფილმის ფრანჩაიზის ბოლო ნაწილი, შრეკის მეხუთე ნაწილი იწარმოება შრეკი სამუდამოდ- ის გამოსვლიდან წლების განმავლობაში. [3][4]
გამხმოვანებლები
რედაქტირება- მაიკ მაიერსი — შრეკი
- ედი მერფი ვირის როლში
- კამერონ დიაზი პრინცესა ფიონას როლში
- ანტონიო ბანდერასი ჩექმებიანი კატის როლში
- ჯული ენდრიუსი, დედოფალი ლილიანის როლში
- ჯონ კლიზი, — მეფე ჰაროლდი
- უოლტ დოჰრნი, — რუმპელსტილტსკინი
- ჯონ ჰამი, — კაციჭამია ბროგანი
- ჯეინ ლინჩი, — კაციჭამია გრეტჩედი
-
მაიკ მაიერსი - შრეკი
-
კამერონ დიასი - პრინცესა ფიონა
-
ანტონიო ბანდერასი - ჩექმებიანი კატა
-
ჯასტინ ტიმბერლეიკი - ართური
-
ედი მერფი - ვირი
-
ჯულია ენდრიუსი - დედოფალი ლილიანი
წარმოება
რედაქტირებაშრეკი 2- ის წარმატების შემდეგ, დაიგეგმა შრეკის მესამე და მეოთხე ნაწილები, ასევე მეხუთე, საბოლოო ფილმი, რის შესახებაც ჯეფრი კაცენბერგმა 2004 წლის მაისში განაცხადა. [5] 2006 წლის ოქტომბერში, DreamWorks Animation- მა განაცხადა, რომ მეოთხე ფილმი გამოვიდოდა 2010 წელს. [6]
2007 წლის ოქტომბერში, კაცენბერგმა გამოაცხადა მეოთხე ფილმის სათაური, შრეკი მეოთხე,[7] განმარტა, რომ სათაური ,,მსოფლიო შრეკს მეოთხედ ხვდება" აღნიშნავს.[8] 2009 წლის მაისში, DreamWorks Animation- მა ფილმის ოფიციალურ სახელად შრეკი სამუდამოდ დაასახელა რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის უკანასკნელი იქნებოდა შრეკის ფილმების სერიაში. 2009 წლის ნოემბერში, DreamWorks Animation- ის შემოქმედებითი წარმოების ხელმძღვანელმა ბილ დამშკემ დაადასტურა: ,,ყველაფერი, რაც პირველ ფილმში შრეკის შესახებ ხალხს შეუყვარდა, საბოლოო ფილმში განახლდება".[9]
ტიმ სალივანი დაიქირავეს სცენარის დასაწერად 2005 წლის მარტში,[10] მაგრამ მოგვიანებით შეიცვალა და სცენარის ავტორები დარენ ლემკე და ჯოშ კლაუსნერი გახდნენ. კლაუსნერმა, სცენარის ევოლუციის შესახებ, თქვა: „როდესაც პროექტში პირველად მოვხვდი, დაგეგმილი იყო რომ შრეკის ფილმების სერია ხუთი ნაწილისგან შედგებოდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ჯეფრი კაცენბერგმა გადაწყვიტა, რომ ამბავი, რომელიც მეოთხე ნაწილში იქნებოდა, შრეკის მოგზაურობის დასრულების სწორი გზა იყო." [11] 2007 წლის მაისში, მესამე ფილმის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ მაიკ მიტჩელი ფილმის რეჟისორის პოზიციას დაიკავებდა.[12] ფილმის დიდი ნაწილი დაწერილი და ჩაწერილია ნიუ-იორკში. [13]
მუსიკალური გაფორმება
რედაქტირებაშრეკის სხვა ფილმების მსგავსად, ფილმის მუსიკა დაწერა ბრიტანელმა კომპოზიტორმა ჰარი გრეგსონ-უილიამსმა .
ფილმის გამოსვლა
რედაქტირებაშრეკი სამუდამოდ-ის პრემიერა შედგა ტრიბეკას კინოფესტივალზე, 2010 წლის 21 აპრილს.[14] იგი საჯაროდ გამოვიდა 2010 წლის 20 მაისს, რუსეთში, ხოლო ამერიკულაში მეორე დღეს. ფილმი ასევე გამოვიდა IMAX 3D ფორმატით. [15] 2014 წლის ივლისში ფილმის დისტრიბუციის უფლებები შეიძინა DreamWorks Animation– მა Paramount Pictures– ისგან[16] და გადაეცა 20th Century Fox– ს, სანამ 2018 წელს Universal Pictures–ს არ გადაეცემოდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Sciretta, Peter. Has Shrek Forever After Been Renamed Shrek: The Final Chapter?. ციტირების თარიღი: June 22, 2017.
- ↑ Heath, Paul. Shrek Forever After becomes Dreamworks Animation's biggest release.
- ↑ Masters, Kim (July 20, 2016). „Jeffrey Katzenberg Plots Next Act as Universal Faces DreamWorks Questions“. Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: July 21, 2016.
- ↑ O'Connell, Sean. When Shrek 5 Could Hit Theaters, According To Eddie Murphy. ციტირების თარიღი: September 17, 2016.
- ↑ Linder, Brian. (May 17, 2004) More Shrek. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 12, 2012. ციტირების თარიღი: March 9, 2012.
- ↑ Shrek 4 Coming to Theaters in 2010 (November 1, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 25, 2006. ციტირების თარიღი: May 14, 2015.
- ↑ „DreamWorks Animation Announces Fall 2010 Title“. ComingSoon.net. October 31, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 17, 2012. ციტირების თარიღი: March 10, 2012.
- ↑ Bartyzel, Monika (ნოემბერი 20, 2007). „Katzenberg Talks 'Shrek Goes Fourth' and 'Bee Movie 2'“. CineMatical. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 11, 2012. ციტირების თარიღი: მარტი 10, 2012.
- ↑ Wloszczyna, Susan (November 26, 2009). „First look: 'Shrek Forever After': Fourth, final film is first in 3-D“. USA Today. ციტირების თარიღი: February 23, 2012.
- ↑ Wloszczyna, Susan (November 26, 2009). „First look: 'Shrek Forever After': Fourth, final film is first in 3-D“. USA Today. ციტირების თარიღი: February 23, 2012.
- ↑ Eckerling, Debra (May 18, 2010). „We Asked ... Josh Klausner and Darren Lemke, "Shrek Forever After"“. Storylink. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 30, 2011. ციტირების თარიღი: March 10, 2012.
- ↑ „Mike Mitchell to Direct Shrek 4“. Coming Soon.net. May 7, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 13, 2008. ციტირების თარიღი: January 13, 2009.
- ↑ Aaron. (April 22, 2010) Interview with Shrek Forever After Director Mike Mitchell. Lineboil. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 2, 2014. ციტირების თარიღი: January 8, 2012.
- ↑ McCracken, Kristin (მარტი 1, 2010). „Shrek Forever After to Open TFF 2010“. Tribeca Film Festival. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 26, 2012. ციტირების თარიღი: მაისი 24, 2012.
- ↑ Shrek Forever After: An IMAX 3D Experience. IMAX. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 16, 2011. ციტირების თარიღი: August 14, 2011.
- ↑ Chney, Alexandra (July 29, 2014). „DreamWorks Animation Q2 Earnings Fall Short of Estimates, SEC Investigation Revealed“. Variety. ციტირების თარიღი: July 30, 2014.