შოჰრე აგდაშლუ
შოჰრე აგდაშლუ (ინგლ. Shohreh Aghdashloo; სპარს. شهره آغداشلو ; დ. 11 მაისი 1952, თეირანი, ირანი) — ამერიკელი კინომსახიობი. წარმოშობით ირანელი. 2004 წელს იგი ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის ფილმში „სახლი ქვიშისა და ბურუსისგან“. 2009 წელს მიიღო ემის პრემია შესრულებული როლისთვის სერიალში „სადამის სახლი“.
შოჰრე აგდაშლუ | |
---|---|
შოჰრე აგდაშლუ 2017 წელს | |
დაბადების სახელი | პარი ვეზირი-ტაბარი |
დაბადების თარიღი |
11 მაისი 1952 თეირანი, ირანი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1976–დღემდე |
ბიოგრაფია
რედაქტირებაშოჰრე პარი ვეზირი-ტაბარი დაიბადა ირანის დედაქალაქ თეირანში. დაქორწინების შემდეგ შეიცვალა გვარი აგდაშლუზე. შოჰრე აგდაშლუმ მსახიობობა 18 წლის ასაკიდან დაიწყო. თეატრში ასრულებდა მრავალრიცხოვან მთავარ როლებს. შემდეგ მიიწვის კინოში. პირველი როლი კინოში მიიღო 1977 წელს. 1979 წელს განვითარებული რევოლუციის შემდეგ მან დატოვა ირანი და საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. იქვე დასრულა განათლების მიღება.
აშშ-ში მისი კინოდებიუტი 1989 წელს შედგა. ამავე პერიოდიდან იწყება მისი ტელევიზიაში გამოჩენა. მრავალი წლის მანძილზე იგი მაყურებლისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა. 1990 წლებში უმეტესად მცირე როლებს იღებდა.
2003 წლიდან კარდინალურად შეიცვალა მისი კინოკარიერა. ამ პერიოდიდან იგი ცნობილი მსახიობი ხდება. 2003 წელს აგდაშლუმ მიიღო თავისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი ფილმში „სახლი ქვიშისა და ბურუსისგან“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ბენ კინგსლიმ და ჯენიფერ კონელიმ. როგორც მსახიობი შოჰრე აგდაშლუ აღიარებულ იქნა კინოკრიტიკოსებისა და მაყურებელთა მხრიდან. ამ როლისთვის არაერთი ჯილდო მოიგო და ოსკარზეც კი იყო ნომინირებული. შემდეგ ითამაშა სერიალში „24 საათი“. სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „ეშმაკის განდევნა ემილი როუზისგან“, „იქს-ადამიანები, უკანასკნელი ბრძოლა“, „ამერიკული ოცნება“, „ქვებით ჩაქოლვა“ და სხვა.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართული სახელი | ორიგინალი | როლი |
---|---|---|---|
1976 | ცუდი შატრანჯე | Shatranje bad | |
1977 | რეპორტაჟი | Gozaresh | |
1978 | Sooteh-Delan | Sooteh-Delan | |
1989 | სასტუმრო ასტორიას სტუმრები | Guests of Hotel Astoria | |
1991 | რაჰა | Raha | |
1993 | ოცი დოლარი | Twenty Bucks | |
2000 | სამოთხის გადარჩენა | Surviving Paradise | |
2002 | მარიამი | Maryam | |
2002 | შეპყრობილი | Possessed | |
2003 | სახლი ქვიშისა და ბურუსისგან | House of Sand and Fog | |
2005 | ეშმაკის განდევნა ემილი როუზისგან | The Exorcism of Emily Rose | |
2006 | ამერიკული ოცნება | American Dreamz | |
2006 | იქს-ადამიანები, უკანასკნელი ბრძოლა | X-Men: The Last Stand | |
2006 | სახლი ტბასთან | The Lake House | |
2006 | ღვთიური შობა | The Nativity Story | |
2008 | თილისმა ჯინსები 2 | The Sisterhood of the Traveling Pants 2 | |
2008 | ქვებით ჩაქოლვა | The Stoning of Soraya M. | |
2009 | შიგნიდან | In Northwood | |
2010 | Lonesdale | Lonesdale |