ჯენიფერ კონელი (ინგლ. Jennifer Connelly; დ. 12 დეკემბერი, 1970) — ამერიკელი მსახიობი. კარიერა დაიწყო როგორც საბავშვო მოდელმა. მონაწილეობდა ბეჭდურ და ტელერეკლამებში.

ჯენიფერ კონელი
დაბადების სახელი ჯენიფერ ლინ კონელი
დაბადების თარიღი 12 დეკემბერი, 1970
კაირო, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1982—დღემდე
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

2001 — ბრწყინვალე გონება
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

2001 — ბრწყინვალე გონება
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

2001 — ბრწყინვალე გონება

თავისი პირველი როლი სერჯო ლეონეს ფილმში „ერთხელ ამერიკაში“ (Once Upon a Time in America) შეასრულა. პოპულარობა მოუტანა 1986 წელს გადაღებულმა ფილმმა „ლაბირინთი“ (Labyrinth). ამის შემდეგ მას ჰქონდა რამდენიმე წარუმატებელი პროექტი, რის შემდეგაც გადაწყვიტა აეღო პაუზა სამსახიობო კარიერაში. დარენ არონოფსკის ფილმი „ოცნების რეკვიემი“ (Requiem for a Dream). კრიტიკოსები დადებითად აფასებდნენ როგორც ფილმს, ასევე კონელის. ყველაზე დიდი წარმატების მომტანი ჯენიფერის სამსახიობო კარიერაში იყო რონ ჰოვარდის ბიოგრაფიული დრამა „ბრწყინვალე გონება“ (A Beautiful Mind). ამ ფილმში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისათვის მან აიღო „ოსკარი", ბაფტა“ და „ოქროს გლობუსი“ — „საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში“. შემდეგ იყო მთავარი როლები ფილმებში „ჰალკი“ (Hulk) და „სახლი ქვიშისა და ნისლისგან“ (House of Sand and Fog).

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1984 „ერთხელ ამერიკაში“ Once Upon a Time in America ახალგაზრდა დებორა გელი
2000 „პოლოკი“ Pollock „რუთ კილგმენი
2000 „ოცნების რეკვიემი“ Requiem for a Dream მარიონ სილვერი
2001 „ბრწყინვალე გონება“ A Beautiful Mind ალისია ნეში
2006 „სისხლიანი ალმასი“ Blood Diamond მედი ბოუენი
2009 „ის უბრალოდ შენში არ არის“ He's Just Not That Into You ჟანინი
2014 „ზამთრის ზღაპარი Winter's Tale ვირჯინია გეიმლი
2014 „ნოე Noah ნამე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება