შოყის ეკლესია
შოყის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი შოყის დასავლეთით, სასაფლაოზე, ოქროს ციხისკენ მიმავალ გზაზე, ციხის სამხრეთით.
დარბაზული ეკლესია ნაგები იყო ნათალი ქვის კვადრებით. ამჟამად პერანგი სრულიად შემოცლილია. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აღმოსავლეთის სარკმლის თავზე აყვავებული ჯვრის რელიეფია მოცემული (ამჟამად თავსართი ეზოში გდია). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც კონქით სრულდებოდა. აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის ორივე მხარე მცირე სწორკუთხა ნიშია. კონქში რეზონანსისთვის თიხის ჭურჭელია ჩატანებული. საკურთხეველში ქვის ტრაპეზი დგას. ტაძარი კამარით იყო დასრულებული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17808