ალექსანდრე შორინი
საბჭოთა გამომგონებელი
(გადამისამართდა გვერდიდან შორინი, ალექსანდრე)
ალექსანდრე შორინი (რუს. Александр Шорин; დ. 5 დეკემბერი [ძვ. სტ. 23 ნოემბერი], 1890, სანქტ-პეტერბურგი — გ. 21 ოქტომბერი, 1941, ულიანოვსკი) — საბჭოთა გამომგონებელი რადიოს, ტელეგრაფიისა და ბგერათჩაწერის დარგში. 1911-1914 წლებში სწავლობდა პეტერბურგის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში. 1919-1922 წლებში მუშაობდა ნიჟნი-ნოვგოროდის რადიო ლაბორატორიაში. 1927-1934 წლებში სადენიანი კავშირგაბმულობის ცენტრალურ ლაბორატორიაში. 1934 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტის დირექტორი. გამოიგონა სატელეგრაფო სტარტსტოპური აპარატი, ბგერათჩამწერი ხელსაწყოები და სხვა. მიღებული აქვს სსრკ-ის სახელმწიფო პრემია (1941). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
ალექსანდრე შორინი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 23 ნოემბერი (5 დეკემბერი), 1890 |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
გარდ. თარიღი | 21 ოქტომბერი, 1941 (50 წლის) |
გარდ. ადგილი | ულიანოვსკი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | გამომგონებელი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ელექტროტექნიკური უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | სტალინური პრემია და ლენინის ორდენი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 20.