შორენა ქურციკიძე

ქართველი ეთნოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი

შორენა ქურციკიძე (დ. 2 ნოემბერი, 1966, თბილისი) — ქართველი ეთნოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი.

შორენა ქურციკიძე
დაბ. თარიღი 2 ნოემბერი, 1966(1966-11-02)[1] (58 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1992 წელს უცხო ენების ინსტიტუტის სინქრონული თარგმნის კურსები, 2010 წელს ბერკლის უნივერსიტეტის საფინანსო მენეჯმენტის პროგრამა. 1987-1988 წლებში სწავლობდა ინდოეთში, ბომბეის უნივერსიტეტში და კ. რ. კამას სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში.

ქალაქ ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის, ანთროპოლოგიის, სლავური ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტში დაიწყო ქართული ენის, კულტურისა და ფოლკლორის კურსების კითხვა. 1999-2007 წლებში მუშაობდა ბერკლის უნივერსიტეტის ფიბი ჰერსტის სახელობის ანთროპოლოგიის მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლად, სადაც კურირებდა საქართველო-ჩეჩნეთის სასაზღვრო ზონისადმი მიძღვნილ ვიზუალური ანთროპოლოგიის გამოფენას (4 მარტი-1 აგვისტო 2004 წ.). 2007 წლიდან ხელმძღვანელობს ბერკლის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის ასპირანტურის განყოფილებას.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – „ზოროასტრიზმის გადმონაშთები აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ტრადიციულ ყოფასა და კულტურაში“, დაიცვა 1993 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება