ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შონ რიჩარდ ო'პრაი (ინგლ. Sean Richard O'Pry; დ. 5 ივლისი, 1989) — ამერიკელი მოდელი. მან სამოდელო კარიერა 2006 წელს დაიწყო და მონაწილეობა მიიღო მრავალ სარეკლამო კამპანიაში და რედაქციაში. 2015 წელს ო'პრაი შედიოდა Models.com-ის ახალ Super Men, Sexiest Men და Money Guys სიებში.[1] იმავე წელს Vogue-მა მას მეხუთე ადგილი დააკავებინა, ყველა დროის 10 საუკეთესო მამაკაც მოდელთა სიაში.[2] 2013 წელს Forbes-მა იგი ყველაზე მაღალანაზღაურებად მამაკაც მოდელად დაასახელა.

შონ ო'პრაი

ო'პრაი 2011 წელს
დაბადების სახელი შონ რიჩარდ ო'პრაი
დაბადების თარიღი 5 ივლისი, 1989
კენესო, ჯორჯია, აშშ.
საქმიანობა მოდელი
სიმაღლე 1.85 მ
წონა 73 კგ

ადრეული წლები

რედაქტირება

დაიბადა 5 ივლისს, 1989 წელს, კენესოში, ჯორჯია, აშშ. ჰყავს უფროსი ძმა და უმცროსი და.[3] იგი სწავლობდა ჩრდილოეთ კობის საშუალო სკოლაში. სკოლაში ო'პრაი თამაშობდა მძლეოსნობას, კალათბურთს, ბეისბოლს და ფეხბურთს.

2006 წელს, 17 წლის ო'პრაი, MySpace-ზე მისი გამოსაშვების ფოტოებიდან აღმოაჩინეს. მას შემდეგ იგი მრავალ სარეკლამო კომპანიაში და რედაქციაში იღებდა მონაწილეობას, როგორიცაა, Calvin Klein, Giorgio Armani, Versace, Dolce & Gabbana, Ralph Lauren, Gianfranco Ferré, H&M, Massimo Dutti, Zara, Armani Jeans, Marc Jacobs, Emporio Armani, Lacoste, DSquared², American Eagle, Bottega Veneta, DKNY, Fendi, GQ, Dazed & Confused, V, Details, Barneys, Uniqlo, Bloomingdale's, Belstaff, D2, Arena, Diesel, Gap, JOOP! და Numéro Homme. სხვა დიზაინერები, რომლებთანაც იგი დადიოდა, არიან Roberto Cavalli, Louis Vuitton, Chanel, Michael Kors და Hermès. 2011 წლის ნოემბერში, ო'პრაი გახდა Viktor & Rolf's Spicebomb-ის სუნამოების კამპანიის ვარსკვლავი.[4] ო'პრაი გამოჩნდა მადონას მუსიკალურ კლიპში "Girl Gone Wild" (2012). იგი ასევე გამოჩნდა ტეილორ სვიფტის მუსიკალურ კლიპში "Blank Space" (2014).

მიღწევები

რედაქტირება

ო'პრაი 2008 წელს დასახელდა მსოფლიოს მერვე ყველაზე წარმატებულ კაც მოდელად, ჟურნალ Forbes-ის მიერ, [5] ხოლო ერთი წლის შემდეგ, მან დაიკავა ამავე სიაში პირველი ადგილი. [6] 2013 წლის სექტემბერში, Models.com-მა იგი დაასახელა, ტოპ 50 ყველაზე წარმატებულ მამაკაც მოდელთა სიაში. 2014 წლიდან ო'პრაი ამ პოზიციას ორი წლის განმავლობაში იკავებდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შონ_ო’პრაი“-დან