კოლექტივიზაცია (გაზეთი)
(გადამისამართდა გვერდიდან შოლტი (ჟურნალი))
„კოლექტივიზაცია“ — საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის საგლეხო გაზეთი (1930–1935). 1931 წლიდან (№ 1-46) საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის, ხოლო 47-ე ნომრიდან მიწსახკომისა და კოლმეურნცენტრის გაზეთი იყო. გამოდიოდა 2 დღეში ერთხელ „ახალი სოფლის“ (1925-1930) ნაცვლად, 1933–1935 — ყოველდღიურად. 1926–1931 წლებში გაზეთს ჰქონდა ორკვირეული იუმორისტული დამატება — ჟურნალი „შოლტი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- თოდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 579.