შოლტები
შოლტები — უჯრედის ციტოპლაზმური გამონაზარდები, ახასიათებს შოლტოსნებს, მრავალ ბაქტერიას, მცენარეებისა და ცხოველების ზოოსპორებსა და სპერმატოზოიდებს. უჯრედს, ჩვეულებრივ, აქვს ერთი ან რამდენიმე შოლტი. შოლტის სიგრძე სხვადასხვა უჯრედში სხვადასხვაა, დიამეტრი 0,2 მკმ აღწევს. თითოეული შოლტი წარმოადგენს ღეროს, რომელიც დაფარულია პლაზმური გარსით და შედგება ჰომოგენური ნივთიერებისაგან; შოლტის ფუძესთან მდებარეობს ბაზალური სხეულაკი – ცენტრიოლების ჰომოლოგი. განასხვავებენ შოლტის მოძრაობის რამდენიმე ფორმას: ბრუნვითს (ხრახნისებურს), ტალღისებურს და სხვა. ამოჩენილია შოლტის ცილის მსგავსება კუნთების ცილასთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 18.