შოთა გოლიაძე

ქართველი აგრონომი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოლიაძე.

შოთა კირილეს ძე გოლიაძე (დ. 1 სექტემბერი, 1925, სოფ. ცხემლისხიდი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 19 აგვისტო, 2008, იქვე) — ქართველი აგრონომ-სუბტროპიკოსი; სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1993), საქართველოს დამსსახურებული აგრონომი (1979), საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1994).

ბიოგრაფია

რედაქტირება

მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1953 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული კულტურების ფაკულტეტი. 1963–2006 წლებში ანასეულის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების სუბტროპიკული კულტურების სელექციისა და გენეტიკის განყოფილების გამგე იყო. გოლიაძე იკვლევდა სუბტროპიკული კულტურების სელექციის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით გამოყვანილია სუბტროპიკული კულტურების (ციტრუსები, ფეიხოა, აქტინიდია, ბამბუკი და სხვ.) 24 ახალი პერსპექტიული ჯიში და ფორმა; დარაიონებულია ლიმონის, მანდარინის, ბამბუკის ჯიშები. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება