შოთა აბასაშვილი
მემანქანის თანაშემწე ხაშურის საელმავლო დეპოში, 1953 წლიდან მუშაობდა მემანქანედ თბილისის ელდეპოშ
შოთა გიორგის ძე აბასაშვილი (დ. 1922, ხაშური) — საქართველოს სსრ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი კომკავშირის № 10 სარჩევნო ოლქიდან. სკკპ წევრი 1948 წლიდან.[1]
შოთა აბასაშვილი | |
---|---|
დაბ. სახელი | შოთა გიორგის ძე აბასაშვილი |
დაბადების თარიღი | 1922 |
დაბადების ადგილი | ხაშური, გორის მაზრა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
მოქალაქეობა | სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | სკკპ |
საქმიანობა | დისპეჩერი, მემანქანე |
ჯილდოები |
დიდი სამამულო ომის პერიოდში იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ, 1946 წელს იწყებს მუშაობას ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტზე სადგურ ხაშურის დისპეჩერის თანამდებობაზე. 1948 წლიდან იყო მემანქანის თანაშემწე ხაშურის საელმავლო დეპოში, 1953 წლიდან მუშაობდა მემანქანედ თბილისის ელდეპოში.[1]
დიდი სამამულო ომის დროს გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისთვის დაჯილდოვებულია „წითელი დროშის“, „წითელი ვარსკვლავის“ ორდენებით, დიდების II და III ხარისხის ორდენით და მედლით.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 აბასაშვილი შოთა გიორგის ძე (doc ). საქართველოს პარლამენტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2021