შმიდტის რიცხვი — ერთ-ერთი მსგავსების კრიტერიუმი სითხეების ან აირების მოძრაობისა, რომლებშიც არსებითია შიგა ხახუნისა და დიფუზიის პროცესები.

შმიდტის რიცხვი – პრანდტლის რიცხვის დიფუზიური ანალოგი – არის სითხის ან აირის კინემატიკური სიბლანტის კოეფიციენტის ფარდობა D დიფუზიის კოეფიციენტთან. საიდანაც, სადაც :

  • η – სიბლანტის დინამიკური კოეფიციენტი;
  • ρ – სიმკვრივე.

შმიდტის რიცხვი ახასიათებს მოლეკლულური პროცესებით მოძრაობის რაოდენობის გადატანის ფარდობით როლს. სრულყოფილ აირებში Sc=1, რადგან ν=D, რეალურ აირებში იგი შეიძლება განსხვავდებოდეს 1-გან. სახელწოდება მიიღო ავსტრიელი გეოფიზიკოს ვ. შმიდტის (1883–1936) პატივსაცემად. შმიდტის რიცხვს შირად უწოდებენ პრანდტლის დიფუზურ რიცხვს, რომელსაც აღნიშნავენ.

ლიტერატურა

რედაქტირება