შიროკოე და ჟუკოვო
შიროკოე და ჟუკოვო (რუს. Широкое и Жуково) — რეგიონალური მნიშვნელობის კომპლექსური ბუნების ძეგლი. მდებარეობს როსტოვის ოლქის კაშარის რაიონში. ადგილმა ბუნების ძეგლის სტატუსი მიიღო კაშარის რაიონის აღმასკომის 1979 წლის 14 სექტემბრის № 233 დადგენილების შესაბამისად. ბუნების ძეგლ როგოვსკოეს აქვს უდიდესი ბუნებისდაცვითი, სასწავლო და საგანმანათლებლო მნიშვნელობა.
შიროკოე და ჟუკოვო
Широкое и Жуково | |
---|---|
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
| |
მდებარეობა | როსტოვის ოლქი |
ქვეყანა | რუსეთი |
კოორდინატები | 49°07′42″ ჩ. გ. 41°03′44″ ა. გ. / 49.12833° ჩ. გ. 41.06222° ა. გ. |
ფართობი | 254 ჰა |
დაარსდა | 1979 |
მმართველი ორგანო | როსტოვის ოლქის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის სამინისტრო |
აღწერა
რედაქტირებაკომპლექსური ბუნების ძეგლი შიროკოე და ჟუკოვო არის ღრანტოვან-ჭაობიანი ხებების ფერდობებზე მდებარე ტერიტორია ტყის მასივებით. ბუნების ძეგლის საერთო ფართობი შეადგენს 254ჰა-ს.
ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნების ძეგლი შეიქმნა 1979 წელს კაშარის რაიონის აღმასკომის 1979 წლის 19 სექტემბრის № 233, საოლქო აღმასკომის 1985 წლის 23 აგვისტოს № 313, საოლქო საბჭოს 1992 წლის 22 აპრილის № 87 დადგენილებების და როსტოვის სატყეო მეურნეობის სამმართველოს 1985 წლის 17 სექტემბრის № 111 ბრძანების შესაბამისად. ბუნებრივი ძეგლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ბუნების ძეგლი შიროკოე და ჟუკოვო მდებარეობს როსტოვის ოლქის კაშარის რაიონის სოფელ ნოვოპავლოვკის ჩრდილო-დასავლეთით. ბუნების ძეგლს უკავია კაშარის სატყეო მეურნეობის კაშარის ტერიტორიული სატყეოს 10 და 13 კვარტალი.
შიროკოე და ჟუკოვო ხასიათდება მდიდარი ფლორითა და ფაუნით. აქ გავრცელებულია რუსეთის ფედერაციის წიგნში შეტანილი პეპელა მაქაონი, ირემახოჭო გიგანტური და მცირე ღამურა და სხვა.
კომპლექსური ბუნების ძეგლის დაცვაზე და ფუქნციონირებაზე პასუხისმგებელია როსტოვის ოლქის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის სამინისტრო[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- Миноранский В. А., Демина О. Н. Особо охраняемые природные территории Ростовской области. Ростов-на-Дону, 2002 г.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Урочище Широкое и Жуково დაარქივებული 2017-04-15 საიტზე Wayback Machine.
- Урочище Широкое и Жуково. Особо охраняемые территории Российской Федерации.
- Урочище Широкое и Жуково
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Министерство природных ресурсов и экологии Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-23. ციტირების თარიღი: 2017-06-21.