შიპკა (ჩეხ. Šipka) — კარსტული მღვიმე ჩეხეთში, ქალაქ შტრამბერკის სიახლოვეს, მორავია-სილეზიის მხარეში. მდებარეობს ზღვის დონიდან 440 მ სიმაღლეზე. 1880 წელს მღვიმეში აღმოჩნდა ნეანდერტალელი ბავშვის ყბის ქვედა ფრაგმენტი. საკუთრივ ბავშვი სავარაუდოდ გარდაიცვალა 9-10 წლის ასაკში.[1] მნიშვნელოვანი არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა 1879-1893 წლებში, კარელ იაროსლავ მაშკას მიერ. მღვიმეში შესაძლოა ბინადრობდნენ ნეანდერტანელელები და მღვიმური დათვები. აღმოჩენილია მუსტიეს ხანის ინსტრუმენტები და კერის კვალი.

შიპკა
Šipka
შიპკა
შიპკა
კოორდინატები: 49°35′14″ ჩ. გ. 18°07′09″ ა. გ. / 49.58749389° ჩ. გ. 18.11919778° ა. გ. / 49.58749389; 18.11919778
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
ტერიტორიული ერთეული მორავია-სილეზიის მხარე
აბსოლუტური სიმაღლე 440 მ
ტიპი კარსტული
შიპკა — ჩეხეთის რესპუბლიკა
შიპკა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Jiří Svoboda, Vojen Ložek, Emanuel Vlček, "Hunters between East and West: the Paleolithic of Moravia", 1996, ISBN 0-306-45250-2, pp.52-54 (Google books)