შინკაი მაკოტო (იაპონ. 新海誠) — იაპონელი ანიმატორი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, ოპერატორი, გამხმოვანებელი და მანგის მხატვარი. დაიბადა 1973 წლის 9 თებერვალს ნაგანოს პერფექტურაში, იაპონიაში. უნივერსიტეტში სწავლისას ეუფლებოდა იაპონურ ლიტერატურას და ყოველთვის ჰქონდა სურვილი თვითონ შეექმნა მანგა, ანიმე და დაეწერა წიგნები. მისი საყვარელი ანიმე არის ჰაიაო მიაძაკის „ლაპუტა: ციური კოშკი“. თვით მაკოტოსაც კრიტიკოსები ხშირად „ახალ მიაძაკის“ უწოდებენ, თუმცა თვითონ ის არა ეთანხმება ამ მოსაზრებას და ამბობს, რომ მის მიღწევებს ზედმეტად მაღლად აფასებენ.

ნამუშევრები

რედაქტირება

1999 წელს შინკაიმ გამოუშვა 5 წუთიანი შავ-თეთრი მულთფილმი „ის და მისი კატა“, რომელმაც რამდენიმე ჯილდო აიღო, მათ შორის 2000 წლის „DoGA CG Animation contest“-ის მთავარი პრიზი. ფილმში აღწერილია კატის ცხოვრება და ის დრო, რომელსაც ის თავის პატრონთან, ახლაგაზრდა ქალთან ატარებს.

ცოტა ხნის შემდეგ მაკოტომ დაიწყო ფიქრი ახალ პროექტზე, და ამავე დროს განაგრძო მუშაობა ვიდეო თამაშების მწარმოებელ კომპანია „Falcom-ში“, დიზაინერის თანამდებობაზე. რამდენიმე თვის შემდეგ, 2000 წლის ივნისში, შინკაიმ გადაწყვიტა დაეწყო მუშაობა ანიმეზე სახელწოდებით „შორეული ვარსკვლავის ხმები“, რომლის შექმნის იდეა გაუჩნდა მას მერე, რაც დახატა კოკპიტში მჯდომი გოგო, მობილური ტელეფონით ხელში. ცოტა ხნის შემდეგ მას დაუკავშირდა Mangazoo და შესთავაზა გრანტი და „ერთობლივი მუშაობა“, რათა მას შესძლებოდა ისეთი ანიმეს დახატვა, რომლის გაყიდვებიც შემოსავალს მოუტანდა. 2001 წლის მაისში მაკოტო მიდის „Falcom“-იდან და „Voices of a Distant Star“-ზე იწყებს მუშაობას, რომელსაც, როგორც ის მერე იტყვის, შვიდ თვეზე მეტს ანდომებს.

მისი შემდგომი ფილმი, 90 წუთიანი „The Place Promised in Our Early Days“, რომელიც იაპონიის ეკრანებზე 2004 წლის 20 ნოემბერს გამოდის, მაღალ შეფასებას იღებს და შინკაი კიდევ ერთხელ უამრავი ჯილდოს მფლობელი ხდება.

შინკაის ბოლო პროექტის, „5 Centimeters per Second“-ის, პრემიერა 2007 წლის 3 მარტს შედგა. იგი 3 ნოველისაგან შედგება, Oukashou, Cosmonaut, და 5 Centimeters per Second. მისი ხანგრძლივობა დაახლოებით ერთ საათს შეადგენს.

შინკაის ასევე აქვს გაკეთებული რამდენიმე Opening Movie კომპანია minoriს eroge თამაშებისათვის.

ნამუშევრები

რედაქტირება

მოკლემეტრაჟიანი

რედაქტირება
  • სხვა სამყაროები (იაპონ. 遠い世界 Tooi Sekai?) - რეჟისორი, ანიმატორი (1998)
  • ის და მისი კატა (იაპონ. 彼女と彼女の猫 კანოჯო ტო კანოჯო ნო ნეკო?) - რეჟისორი, სცენარის ავტორი, ანიმატორი, კატის ხმა (1999)
  • შორეული ვარსკვლავის ხმები (იაპონ. ほしのこえ ჰოში ნო კოე?) - რეჟისორი, სცენარის ავტორი, პროდიუსერი, ნობორუ ტერაოს ხმა (2002)
  • ეგაო (იაპონ. みんなのうた「笑顔」 მინა ნა უტა „ეგაო“?) - რეჟისორი (2003) - ჰირომი ივასაკის სიმღერის ვიდეო
  • კატების შეხვედრა (იაპონ. 猫の集会 ნეკო ნუ შუშაი?) - რეჟისორი, კადრირება, ფონების მხატვრობა, ფერების დიზაინი, ფოტოგრაფია (2007) - მოკლემეტრაჟიანი ფილმი, შეტანილი სერიალში Ani*Kuri15
  • ვიღაცის მზერა (იაპონ. だれかのまなざし?) - რეჟისორი (2013)

ვიდეო თამაშები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება