შიველუჩი (რუს. Шивелуч) — მოქმედი ვულკანი რუსეთში, კამჩატკაზე. სიმაღლე 3283 მ. აგებულია ანდეზიტებითა და ბაზალტებით. დროდადრო აფრქვევს გავარვარებულ აირ-ფერფლის ღრუბლისა და ცხელი ქვის ნაკადს. კალთები 750 მ-მდე შემოსილია ქონდარა ფიჭვის რაყებით, ზევით ზოგან მდელო ზოგან კი ლავისა და ფერფლის შიშველი ზედაპირია.

შიველუჩი
შიველუჩი
შიველუჩი
კოორდინატები: 56°39′12″ ჩ. გ. 161°21′36″ ა. გ. / 56.65333° ჩ. გ. 161.36000° ა. გ. / 56.65333; 161.36000
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 3283 
ტიპი სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 2010 (გრძელდება)
შიველუჩი — რუსეთი
შიველუჩი
შიველუჩი — კამჩატკის მხარე
შიველუჩი

კამჩატკის მოქმედი ვულკანებიდან შიველუჩი ყველაზე სამხრეთით მდებარე ვულკანია. ძირითადი ვულკანის დიამეტრია 45-50 კმ, ხოლო საერთო ფართობი შეადგენს არა ნაკლებ 1300 კმ²-ს. შემადგენლობაში შედის სტრატოვულკანი: ძველი შიველუჩი (შეიცავს ანდეზიტებსა და ბაზალტებს), უძველესი ღრმული — კალდერა (დიამეტრით 9 კმ) და აქტიური კრატერი — ახალგაზრდა შიველუჩი. ვულკანის ასაკი განისაზღვრება 60-70 ათ. წლით.

ცნობილი ამოფრქვევები დაფიქსირდა: 1790, 1854, 1879-1883, 1896-1898, 1905, 1927-1929, 1944-1950, 1964, 1980-1981, 1993-1995, 2001-2003 და სხვა. 2004-2005 წწ. მომხდარმა ამოფრქვევამ ვულკანის სიმაღლე 115 მეტრით შეამცირა.

შიველუჩის ერთ-ერთი უძლიერესი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1964 წლის 12 ნოემბერს. ამოსულმა ფერფლმა სიმაღლეში 15 კმ-ს მიაღწია. ძლიერი შეშხეფება დაფიქსირდა 2008 წლის 14 სექტემბერს, როდესაც ჩამოინგრა ვულკანის გუმბათის გარკვეული ნაწილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება