შვედური სამეფო ბალეტი

(გადამისამართდა გვერდიდან შვედეთის სამეფო ბალეტი)

შვედური სამეფო ბალეტი (შვედ. Kungliga Baletten) — შვედური სამეფო ბალეტი ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დაარსებულია 1773 წელს მეფე გუსტავ III-ის მიერ სტოკჰოლმში როგორც მისი ეროვნულ-კულტურული პროექტის ერთ-ერთი ნაწილი.

სტოკჰოლმის სასახლიდან დანახული შვედეთის სამეფო ოპერა

საბალეტო სპექტაკლებს სტოკჰოლმში 1638 წლიდან დგამდნენ ფრანგი მსახიობები, 1773 წელს გაიხსნა სამეფო ოპერა, შეიქმნა მუდმივი საბალეტო დასი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლ. გალოდიე და. პირველი შვედი ბალეტმაისტერი იყო ა. სელინდერი. XVIII საუკუნის ცნობილი მოცეკვავეები იყვნენ ჯ. ბასი, ჰ. იორტსბერგი, XIX საუკუნის შუა წლებისა — შ. ნორბერგი, ჰ. იოჰანსონი.

XIX II ნახევარში დაწინაურდა ბალეტმაისტერი ს. ლუნდი, მოცეკვავე ჰ. ლუნდი. XIX საუკუნის 20-იან წლებში შვედური ბალეტის აღორძინებას ხელი შეუწყო მ. ფოკინის მოღვაწეობამ. 20-იან წლებში შეიქმნა დასი „შვედური ბალეტი“, (1920-25 გამოდიოდა პარიზში). ამ პერიოდის წამყვანი მოცეკვავეები იყვნენ: კ. არი, ე. ჰასელკვისტი.

1967 წელს ი. კრამერმა დააარსა დასი „კრამერ ბალეტენი“, ხოლო ბ. კულბერგმა — „კულტერგ-ბალეტენი“. სხვადასხვა დროის გამოჩენილი მოღვაწეები არიან: ბ. აპელგრენი, ე. რაში, გ. ლინდგრენი, ტ. როდინი, ძმები ი. და მ. მენგარელები, ფონ როზენი, მ. ორლანდო, გ. ანდერსონი და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება