შვედეთის მთავრობა

შვედეთი კონსტიტუციური მონარქიაა. სახელმწიფოს მეთაურია მეფე. ქვეყანა მთავრობის მიერ იმართება პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, რომელსაც პარლამენტი — რიქსდაგი ირჩევს. პარლამენტის არჩევა ოთხ წელიწადში ხდება საყოველთაო წესით. შვედეთის ამჟამინდელი მეფე 1973 წლიდან კარლ XVI გუსტავია.

აღმასრულებელი ხელისუფლება მთავრობას ეკუთვნის, საკანონმდებლოს პარლამენტი და მთავრობა იყოფენ. შვედეთის სასამართლო ხელისუფლება აბსოლუტური დამოუკიდებლობით სარგებლობს. შვედეთის მმართველობის პოპულარობა ძველ ტრადიციებშია დავანებული. შვედეთის რიქსდაგი ძველი გერმანელი ხალხების, თინგების სასამართლო სისტემადან და ვიკინგების ეპოქაში მეფეების არჩევიდან იღებს სათავეს. ქვეყანაში მონარქიის უძველესი დამოწმება IX საუკუნის ლეგენდებს ეყრდნობა სვეების მეფეების შესახებ. ეს ლეგენდები ქრისტიანი მისიონერის ანსგარის მოგზაურობაზე შეიცავს ცნობებს სვეების სახელმწიფოს ცენტრ ბირკუში. ამის მიუხედავად, შვედეთის სამეფოს ზუსტი მონაცემები 980 წლით თარიღდება.

შვედეთის მთავრობა პარლამენტარიზმის პრინციპს ემყარება. (იურიდიულად 1975 წლიდან, ფაქტობრივად 1917 წლიდან).