შერმაზან დიასამიძე
ქართველი პოლიტიკოსი, XVI საუკუნის სამცხე-საათაბაგოს დიდგვაროვანი ფეოდალი
შერმაზან დიასამიძე — ქართველი პოლიტიკოსი, XVI საუკუნის სამცხე-საათაბაგოს დიდგვაროვანი ფეოდალი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაძმასთან, ვახუშტი დიასამიძესთან ერთად მხარს უჭერდა ქართლის მეფის ლუარსაბ I–ის პოლიტიკას; ლუარსაბმა იგი ლორე–ბამბაკის ბატონად დასვა; ათაბაგ ქაიხოსრო II–ის თხოვნით ირანის შაჰი თამაზ I 1553 წელს სამცხე–საათაბაგოში შეიჭრა. დიასამიძე სხვა დიდებულებთან ერთად დაატყვევეს და ძმასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს; მისი მამული ქაიხოსროს გადაეცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 403.
- ლომსაძე, შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 503.