შერიფ თურგუთი (თურქ. Şerif Turgut) — თურქი ქალი ჟურნალისტი და პირველი სამხედრო კორესპონდენტი ქალი თურქეთში, ცნობილია ბოსნიის ომის გაშუქებით.[1]

შერიფ თურგუთი 2016 წელს

შერიფ თურგუთმა მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო პოლიტიკაში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ამერიკის შეერთებული შტატები.[2]

ომის კორესპონდენტობა მან მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ფოტომასალა იხილა ომარსკის ბანაკიდან, რომელიც სიკვდილის ბანაკი იყო ბოსნია და ჰერცეგოვინაში, შექმნილი და მართული სერბთა რესპუბლიკის არმიის მიერ, ბოსნიის ომის პირველ თვეებში. ბოსნიაში საკუთარი ნებით წავიდა, როგორც თავისუფალი ჟურნალისტი. თავდაპირველად გადაწყვეტილი ჰქონდა იქ ათი დღის გატარება, მაგრამ ბოსნიაში თითქმის ხუთი წლის განმავლობაში გაატარა, სადაც იგი შეესწრო ომის საშინელ მოვლენებს.[3]

იგი თურქეთის ტელეარხ ATV ეთერში ბოსნიის ომზე საუბრისას აღნიშნა, რომ ომის დროს ასი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1992 და 1995 წლებს შორის. თურგუთი აშუქებდა კოსოვოს ომს, ერაყის ომს[4] და მრავალ სხვა კონფლიქტებს: ალჟირის სამოქალაქო ომს, დასავლეთ საჰარის ომს და ჩეჩნეთის მეორე ომის ჩათვლით.[2][5] კოსოვოს ომის დროს, იგი ასევე დაეხმარა ემიგრანტებს, რომლებიც დასახლდნენ თურქეთში, აგრეთვე იძლეოდა ინფორმაციას მათ ნათესავებზე, რომლებიც კვლავ ცხოვრობდნენ კოსოვოში.[6]

შარიფი სამ წელზე მეტი მუშაობდა, როგორც გაერთიანებული ერების საჯარო ინფორმაციის უფროსი ოფიცერი ცენტრალურ ლიბერიაში.[1] ამ დროის განმავლობაში, იგი ჩართული იყო ინფორმაციის გავრცელების მექანიზმების ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემილიტარიზაცია, სოციალური ინტეგრაცია, პოლიტიკური რეაბილიტაცია და პოსტკონფლიქტური გარდამავალი არჩევნების ჩატარება.[2]

იგი, თავის მეგობართან, ესპანელ ომის კორესპონდენთან მიგელ გილ მორენო დემორასთან ერთად, წავიდნენ სრებრენიცაში 1995 წლის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. მოგვიანებით მიგელ გილ მორენო დაიღუპა სიერა-ლეონეს სამოქალაქო ომის დროს.[7] ლიბერიის მეორე სამოქალაქო ომის დროს, იგი დამეგობრდა სხვა ომის კორესპონდენტებს ტიმ ჰიტჰირინგტონს ინგლისიდან და კრის ჰონდროს ამერიკიდან, რომელიც დაიღუპა 2011 წელს ლიბიის სამოქალაქო ომში.[1][3]

მან მიიღო ათზე მეტი ეროვნული და საერთაშორისო ჯილდო თავისი ჟურნალისტური მიღწევებისთვის, ბოსნიის ომის დროს.[1]

შერიფ თურგუთი გამოჩნდა დოკუმენტურ ტელესერიალში სახელწოდებით „Savaşı Anlatan Kadınlar“ (სიტყვასიტყვით: "ომზე მოსაუბრე ქალები"), რომელიც გამოვიდა თურქული არხის TRT ეთერში 2013 წლის საერთაშორისო ქალთა დღეზე.[8]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Turgut, Şerif (2011-04-22). „Savaşlarda çalışanlar için yarın yoktur“. Hürriyet (Turkish). ციტირების თარიღი: 2014-12-13.
  2. 2.0 2.1 2.2 UN Peacemaking - Panel with Basma Fakri, Serif Turgut and Bjorn Klouman Bekken, Harvard. Suffolk Oniversity College of Arts & Sciences (2008-04-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-13. ციტირების თარიღი: 2014-12-13.
  3. 3.0 3.1 Şeceroviç, Emine (2012-04-10). „Şerif Turgut: "Bosna'nın hüznü ve büyüsü". On5Yirmi5 (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-23. ციტირების თარიღი: 2014-12-13.
  4. Turgut, Şerif (1998-03-15). „Rugova: "Türkleri görmek istiyoruz" (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-19. ციტირების თარიღი: 2014-12-13.
  5. Young, Courtney (2002-03-06). „Journalists on front lines of history, panelists say“. Stanford Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-13. ციტირების თარიღი: 2014-12-13.
  6. Öge, İbrahim & Berhan Soner (1999-05-09). „Savaş meleği“. Sabah (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2014-12-13.
  7. „Two Journalists Killed in Sierra Leone“. Democray Now. ციტირების თარიღი: 2014-12-13.
  8. „Trt'den Kadın Savaş Muhabirleri Belgeseli“. Beyaz Perde (Turkish). 2013-03-08. ციტირების თარიღი: 2014-12-13.