შერბრუკი
შერბრუკი (ინგლ. Sherbrooke) — ქალაქი კანადაში. ქალაქი მდებარეობს კვებეკის შტატის, რეგიონ ესტრიში. 2006 წლის აღწერის შედეგად აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 147,427 ადამიანს, ქალაქს 19-ე ადგილი უკავია მოსახლეობის მიხედვით კანადაში, შერბრუკის აგლომერაციაში ცხოვრობს 186,952 ადამიანი. ქალაქში მცხოვრებთა საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 417.1 ადამიანს. შერბრუკის ფართობი შეადგენს 353.46 კმ²-ს. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ კანადელები, ფრანგები და ირლანდიელები. შერბრუკი არის ფრანგულენოვანი ქალაქი. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს შერბრუკის აეროპორტი, ქალაქი საავტომობილო გზებით უკავშირდება შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ კვებეკს. აქ მრავლადაა ისტორიული შენობები და ეკლესიები. ქალაქის მერია ჟან პერო.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
შერბრუკი Sherbrooke | |||
| |||
ქვეყანა | კანადა | ||
პროვინცია | კვებეკი | ||
შიდა დაყოფა | Fleurimont, Lennoxville, Brompton–Rock Forest–Saint-Élie–Deauville და Les Nations | ||
კოორდინატები | 45°26′53″ ჩ. გ. 71°52′55″ დ. გ. / 45.44806° ჩ. გ. 71.88194° დ. გ. | ||
მმართველი | Steve Lussier[1] | ||
დაარსდა | 1793 | ||
ფართობი | 353.46 კმ² | ||
მოსახლეობა | 147,427 კაცი (2006) | ||
სიმჭიდროვე | 417.1 კაცი/კმ² | ||
აგლომერაცია | 186,952 | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
სატელეფონო კოდი | 819[2] და 873[3] [4] [2] | ||
ოფიციალური საიტი | https://www.ville.sherbrooke.qc.ca/ და https://www.ville.sherbrooke.qc.ca/en/ | ||
შერბრუკი დაარსდა 1793 წელს, თავდაპირველად აქ დასახლდნენ ამერიკელეი ტორები იგივე ლოიალისტები. მოგვიანებით ეს ტერიტორიები შევიდა ახალი საფრანგეთის შემადგენლობაში . ქალაქის ტერიტორიაზე მიედინება ორი მდინარე სენტ-ფრანსისი და მაგოგი. აქ ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია იანვარი და თებარვალი. შერბრუკის ყოველწლიური ნალექების რაოდენობა შეადგენს 1,144.1 მმ-ს.
კლიმატი
რედაქტირებაწლიური ამინდი — Sherbrooke | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წელი |
რეკორდ. მაღალი °C (°F) | 12.8 (55) | 17.1 (63) | 23 (73) | 30 (86) | 31.6 (89) | 32.6 (91) | 33.7 (93) | 32.8 (91) | 31.1 (88) | 27.8 (82) | 22.2 (72) | 17.8 (64) | |
საშუალო მაღალი °C (°F) | -5.7 (22) | -3.9 (25) | 2.1 (36) | 9.9 (50) | 18.1 (65) | 22.1 (72) | 24.7 (76) | 23.3 (74) | 18.3 (65) | 11.9 (53) | 4.4 (40) | -2.7 (27) | 10,2 (50) |
საშუალო დღიური °C (°F) | |||||||||||||
საშუალო დაბალი °C (°F) | -18 (-0) | -16.7 (2) | -9.9 (14) | -1.7 (29) | 4 (39) | 8.8 (48) | 11.4 (53) | 10.4 (51) | 5.6 (42) | 0.3 (33) | -4.7 (24) | -13.5 (8) | −2 (28) |
რეკორდ. დაბალი °C (°F) | -38.3 (-37) | -40 (-40) | -33.4 (-28) | -21.1 (-6) | -6.7 (20) | -2.2 (28) | 0.5 (33) | -1.7 (29) | -7.4 (19) | -13.3 (8) | -25.5 (-14) | -37.8 (-36) | |
ნალექი მმ (დუიმი) | 78.8 (3.1) | 61.7 (2.4) | 78.8 (3.1) | 79.8 (3.1) | 96.8 (3.8) | 110.8 (4.4) | 117.8 (4.6) | 130 (5.1) | 104.7 (4.1) | 92.8 (3.7) | 98.5 (3.9) | 93.8 (3.7) | 1 144,1 (45) |
წყარო: Environment Canada[5] 2009-07-24 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Sherbrooke website
- (ფრანგული) La Tribune დაარქივებული 2008-09-15 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) The Record - English language daily newspaper
- (ინგლისური) The Townships Outlet - English language bi-monthly newspaper) დაარქივებული 2010-06-29 საიტზე Wayback Machine.
- Wascana Park
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Canada 2016 Census
- ↑ 2.0 2.1 http://www.cnac.ca/area_code_maps/canadian_area_codes.htm#SouthernQuebec
- ↑ https://soutien.videotron.com/residentiel/telephonie/nouvel-indicatif-telephonique-regional-873
- ↑ https://www.newswire.ca/news-releases/additional-area-code-873-now-available-for-new-telephone-numbers-in-the-819-region-in-quebec-510767361.html
- ↑ Environment Canada Climate Normals 1971–2000. Retrieved 24 July 2009.