შენინ სოსამონი
შენინ სოსამონი (ინგლ. Shannyn Sossamon; დ. 3 ოქტომბერი, 1978)[1] — ამერიკელი მსახიობი. მთავარი როლები შეასრულა ფილმებში: „რაინდის ისტორია“, „40 დღე 40 ღამე“, „თვითმკვლელები: სიყვარულის ისტორია“ და „ერთი უპასუხო ზარი 2“ და აგრეთვე სერიალში „მთვარის შუქი“.
შენინ სოსამონი | |
---|---|
სოსამონი, 2007 წელს | |
დაბადების სახელი | შენინ მერი კაჰოლოლანი სოსამონი |
დაბადების თარიღი |
3 ოქტომბერი, 1978 ჰონოლულუ, ჰავაის შტატი, აშშ |
საქმიანობა |
მსახიობი მოცეკვავე მოდელი მუსიკოსი |
აქტიური | 1997–დღემდე |
პარტნიორ(ებ)ი | დალას კლეიტონი |
შვილ(ებ)ი |
აუდიო საინსი მორტიმერი |
დაიბადა ქალაქ ჰონოლულუში, დედამისის მედდის — შერი სოსამონისა და მამამისის ტოდ ლინდბერგის ოჯახში. მოგვიანებით შენინის დედა ცოლად გაჰყვა რენდი გოლდშტეინს.[1][2] შენინ სოსამონი არის ნიდერლანდური, ინგლისური, ირლანდიური, გერმანული, ფრანგული, ფილიპინური და ჰავაიური წარმოშობის.[3] გაიზარდა ნევადის შტატის ქალაქ რენოში, სადაც ესწრებოდა გალენის საშუალო სკოლას, რომლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჯელესში, რათა გაეგრძელებინა მოცეკვავის კარიერა. ლოს-ანჯელესში მუშაობა დაიწყო როგორც დი-ჯეიმ.
კარიერის დასაწყისში მოდელად მუშაობდა, იღებდა სარეკლამო რგოლებში. წარმატებას კინოში მიაღწია 2001 წელს, როდესაც ჰით ლეჯერთან ითამაშა ფილმში „რაინდის ისტორია“. მომდევნო წელს ითამაშა რომანტიკულ ფილმში „40 დღე 40 ღამე“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ჯოშ ჰარტნეტი. ფილმმა შერეული შეფასება მიიღო, ამასთანავე ჰქონდა მნიშვნელოვანი შემოსავალი. სოსამონმა და ლეჯერმა ხელმეორედ თავი მოიყარეს ფილმში „ცოდვების მშთანთქმელი“, რომელიც გამოვიდა 2003 წლის ბოლოს. კინოკრიტიკოსებმა ფილმი უარყოფითად შეაფასეს, ამასთანავე განიცადა ფინანსური წარუმატებლობა. შემდეგ წლებში სოსამონი დაორსულდა და გარკვეული დროით კინოს ჩამოშორდა.
კინოში დაბრუნდა 2005 წელს, სადაც როლი მიიღო მცირებიუჯეტიან ფილმში „სულების დამპყრობელი“. 2006 წელს კეით უინსლეტთან, ჯეკ ბლეკთან, კამერონ დიასთან, ჯუდ ლოუსთან და ნენსი მეიერსთან ერთად ითამაშა რომანტიკულ კომედიაში „შვებულება გადაცვლით“. 2008 წელს მთავარი როლი მიიღო ფილმში „ერთი უპასუხო ზარი“, რომელიც წარმოადგენს ამავე სახელწოდების იაპონური საშინელაბათა ფილმის რემეიკს. 2010 წელს ითამაშა ფილმში „გზა არსად“, რომლის პრემიერა გაიმართა ვენეციის კინოფესტივალზე.[4] კინოკრიტიკოსებმა სოსამონის შემოქმედებას მაღალი შეფასება მისცეს.
შენინ სოსამონი ერთ დროს ურთიერთობაში იმყოფებოდა დალას კლეიტონთან. ჰყავს ორი შვილი.[5][6]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | სახელწოდება | როლი | შენიშვნა |
---|---|---|---|
2001 | რაინდის ისტორია | ჯოსელინი | ახალგაზრდა ჰოლივუდის ჯილდო ნომინაციაში მსახიობის გარღვევა ნომინაცია — MTV-ის კინოჯილდო წლის საუკეთესო გარღვევა ნომინაცია — MTV-ის კინოჯილდო საუკეთესო კოცნა ჰით ლეჯერთან ერთად ნომინაცია — MTV Movie Award ჰით ლეჯერთან ერთად ნომინაცია — Teen Choice Award ნომინაცია — Teen Choice Award ჰით ლეჯერთან ერთად |
2002 | 40 დღე 40 ღამე | ერიკა სატონი | ნომინაცია — Teen Choice Award ჯოშ ჰარტნეტთან ერთად |
2002 | სექსის წესები | ლორენ ჰაინდი | |
2003 | ცოდვების მშთანთქმელი | მარა სინკლერი | |
2005 | სულების მშთანთქველი | მარისოლი | Direct-to-video |
2005 | მოჩვენებებზე ნადირობა | ტეილორ სპენსერი | |
2005 | ვერ გიტან | ჯო | მოკლემეტრაჟიანი ფილმი |
2005 | ორეული | მელანი | მოკლემეტრაჟიანი ფილმი |
2005 | ამოუცნობი | ჯოზი | |
2005 | კოცნა გავარდნაზე | გოგონა ვარდისფერ თმებში | |
2006 | თვითმკვლელები:სიყვარულის ამბავი | მიკალი | |
2006 | შვებულება გადაცვლით | მეგი | |
2007 | კატაკომბები | ვიქტორია | |
2008 | ერთი უპასუხო ზარი | ბეთ რეიმონდი | ნომინაცია — Teen Choice Award |
2009 | მხიარული ცხოვრება კრექთაუნში | კონსეტა | |
2010 | ოჯახური ქორწილი | ეშლი | |
2010 | მძიმე | კლერი | |
2010 | გზა არსად | ||
2011 | დღე | შანონი | |
2011 | ადამიანი თავის გარეშე | ჰაზელი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 შენინ სოსამონის ბიოგრაფია
- ↑ Spin-Derella. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-01-17.
- ↑ Kennedy, Mark (March 5, 2002). „Falling through the door of fame“. The Age. Melbourne.
- ↑ Vivarelli, Nick (July 30, 2010). „Venice premieres are young, American“. Variety.
- ↑ Nancy Mills.. (2 February 2008) Hollywood's dark horse: Shannyn Sossamon. Daily Mail. ციტირების თარიღი: 2013-09-03.
- ↑ Jenny Schafer.. (March 13, 2012) Shannyn Sossamon Welcomes Second Child: Mortimer. www.celebritybabyscoop.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-23. ციტირების თარიღი: 2013-09-03.