შემახის ჯუმა მეჩეთი

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 21 თებერვალი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

შემახის ჯუმა მეჩეთი (აზერ. Şamaxı Cümə Məscidi) — პარასკევის მეჩეთი, განლაგებულია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ქალაქ შემახაში. კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის უძველესი მეჩეთი, დერბენტის ჯუმა მეჩეთის შემდეგ.[1] მეჩეთის შენობა აღმართული იყო აბუ მუსლიმის მიერ 743 წელს, რაზედაც მოგვითხრობს მეჩეთის კედელზე გაკეთებული წარწერა, რომელიც გამოვლენილ იქნა 1902 წელს.

შემახის ჯუმა მეჩეთი
აზერ. Şamaxı Cümə Məscidi

შემახის ჯუმა მეჩეთი
მდებარეობა შემახა, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
მოქანდაკე აბუ - მუსლიმი
ტიპი ჯუმა-მეჩეთი
სტილი შირვან- აბშერონის არქიტექტურული სკოლა
თარიღდება 743—2013 წლები

მეჩეთი არაერთხელ გარემონტდა, განსაკუთრებით 1859 და 1887 წლების მიწისძვრების შემდეგ. ძლიერ დაზიანდა 1902 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. შემდგომ იგი განახლდა უკვე 1905-1910 წელს ჩატარებული სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, არქიტექტორ იოსიფ პლოშკოს არქიტექტურული პროექტის მიხედვით. ეს არის თეტრი ქვისა და რკინა-ბეტონის შენობა-ნაგებობა რკინის გუმბათებით, რომელიც ასევე დაზიანებულ იქნა 1918 წლის მარტის მოვლენების დროს მომხდარი ხანძრის შედეგად. საბჭოთა კავშირის არსებობის დროს მეჩეთი არ გამოიყენებოდა დანიშნულებისამებრ და გარემონტდა მხოლოდ 1980 წელს. მეჩეთის კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩატარდა მხოლოდ 2010-2013 წლებში. მეჩეთს დაუბრუნდა პირვანდელი სახე ძველი შენობის შენარჩუნებით (გვერდითა და უკანა კედელი, ფასადის კოლონები და სხვა).

მეჩეთის ტერიტორიაზე ჩატარებულმა არქიტექტურულმა გათხრებმა გამოავლინა რამდენიმე კულტურული ფენა. მათგან ყველაზერ ადრინდელი მიეკუთვნება VIII-X საუკუნეებს. შემდეგ ფენაში აღმოჩენილია XI-XII საუკუნეების ნაგებობების კვალი. ხოლო ზედა კულტურული ფენა მოიცავს XIV—XVII საუკუნეებს და შეიცავს აუზის ნარჩენებს, რომელიც მოპირკეთებულია ქვით. ამ ფენაში აღმოჩენილი და გამოვლენილი იქნა წყლის მილები, რომლებიც მიედინებოდნენ სხვადასხვა მიმართულებით.

მეჩეთის ისტორია

რედაქტირება

ამჟამად არსებული მეჩეთი აგებულია არაბული პერიოდის დროს აღმართული მეჩეთის ადგილას.[2] შემახის ჯუმა-მეჩეთი აშენდა 743 წელს და ეკუთვნის შირანის არქტიტექტრულ სკოლას.[2] თქმულების თანახმად, ეს ჯუმა-მეჩეთი აშენებული იყო აბუ-მუსლიმის მიერ. VIII საუკუნის მეჩეთთან ერთად ქალაქ აღსუში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ეს მეჩეთი პირველ ისლამურ ნაგებობას წარმოადგენს.

საბჭოთა პერიოდში მეჩეთი დანიშნულებისამებრ არ გამოიყენებოდა და განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა[3] 1971 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს უძველესი პორტალი, რომელიც წარმოადგენს მეჩეთის ეზოს ტერიტორიის მთავარ შესასვლელს.[2] 1980 წელს აზერბაიჯანის სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ჰეიდარ ალიევის დავალებით მეჩეთი გაარემონტეს.[3] აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2001 წლის 2 აგვისტოს განკარგულების თანახმად, შამახის ჯუმა-მეჩეთი ისტორიისა და კულტურის ნაციონალური მნიშვნელობის არქიტექტურულ ძეგლად იქნა გამოცხადებული.[4] 2009 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოინახულა მეჩეთი და მისი რესტავრაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.[3] ამავე წლის დეკემბერში ილჰამ ალიევის მიერ ხელმოწერილი იქნა განკარგულება შემახაში არსებული სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლის, ჯუმა მეჩეთის რესტავრაციის შესახებ[5] 2010 წლის მარტში მეჩეთში რეკონსტრუქცია დაიწყო. 2013 წლის 17 მაისს კაპიტალურად რესტავრირებული და რეკონსტრუირებული ჯუმა მეჩეთის გახსნა შედგა. მეჩეთის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ასევე კავკასიის ხალხთა მუფთები, ისლამური ქვეყნების ელჩები აზერბაიჯანში, აზერბაიჯანის საზოგადოების წარმომადგენლები და რელიგიური მოღვაწეები.[3]

  1. Исмаилов Э. Э. Персидские принцы из дома Каджаров в Российской империи. — М.: Старая Басманная, 2009. — С. 224. — 593 с.
  2. 2.0 2.1 2.2 Мамед-заде К. М. Строительное искусство Азербайджана (с древнейших времён до XIX века) / Научный редактор aкадемик АН Азерб. ССР А. В. Саламзаде. — Баку: Элм, 1983.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Президент Ильхам Алиев: Азербайджан, как независимое государство, вносит свой вклад в исламскую солидарность (ФОТО) trend.az. 18.05.2013.
  4. Azərbaycan Respublikası ərazisində dövlət mühafizəsinə götürülmüş daşınmaz tarix və mədəniyyət abidələrinin əhəmiyyət dərəcələrinə görə bölgüsünün təsdiq edilməsi haqqında დაარქივებული 2021-09-21 საიტზე Wayback Machine. e-qanun.az
  5. Ильхам Алиев подписал распоряжение о реставрации Джума мечети в городе Шамаха news.day.az. 24.12.2009