შეიხ სადრ ალ-დინ მუსა

შეიხ სადრ ალ-დინ მუსა (სპარს. شیخ صدرالدین موسی; დ. 1305 — გ. 1391) — სეფევიეს ორდენის შეიხი 1334-1391 წლებში, შეიხ სეფი-ედ-დინისს ვაჟი, სეფიანთა გვარის წარმომადგენელი, ისმაილ I-ის წინაპარი. შეიხის ტიტული მიიღო 1334 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ.

მამამისი დერვიში იყო და შიიტურ სამყაროში წმინდა კაცად ითვლებოდა. 1340-იან წლებში სადრ ალ-დინ მუსამ აქტიურად დაიწყო სუფიზმის გავრცელება არდებილის ფარგლებს გარეთ.

დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა თემურ ლენგთან. მისი თხოვნით ლენგმა გაათავისუფლა ერაყში დატყვევებული შიიტები, რომლებიც სადრ ალ-დინმა მალევე მოაქცია სუფიზმზე.

გარდაიცვალა 1391 წელს, 86 წლის ასაკში, დაკრძალეს არდებილში. მის შემდეგ ორდენის შეიხი გახდა მისი ვაჟი, შეიხ ხოჯა ალი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
შეიხ სადრ ალ-დინ მუსა
წინამორბედი:
შეიხ სეფი-ედ-დინი
სეფევიეს ორდენის შეიხი
1334–1391
შემდეგი:
შეიხ ხოჯა ალი