შაჰ-თამაზის მესამე ლაშქრობა საქართველოში

შაჰ-თამაზის მესამე ლაშქრობაირანის შაჰის, სეფიანთა დინასტიის წარმომადგენლის თამაზ I-ის საქართველოში ლაშქრობების ერთ-ერთი ეტაპი. ლაშქრობა გაიმართა 1551 წელს.

მიმდინარეობა

რედაქტირება

ქაიხოსრო ათაბაგის ირანის ყმობაში გადასვლას თურქ-ოსმალთა მხრივ აგრესიის გაძლიერება მოჰყვა და მალე მათ სამცხე-საათაბაგოს დიდი ნაწილი დაიპყრეს. ზოგიერთი სამცხელი თავადი ლუარსაბ I მხარეს დადგა და ლუარსაბმაც არ დააყოვნა თავისი ჯარით სამცხეში შევიდა და მისი აღმოსავლეთი ნაწილი კვლავ დაიკავა. ქაიხოსრო ათაბაგმა მეფის წინააღმდეგ საგარეო ძალას მიმართა, მან თავისი ერთგული აზნაურები აფრინა შაჰ-თამაზის კარზე და ლუარსაბის წინააღმდეგ დახმარებას შეევედრა. შაჰ-თამაზი შაქში ლაშქრობდა და აქედან იგი დაუყოვნებლივ წამოვიდა ლუარსაბ მეფის წინააღმდეგ საბრძოლველად. ყიზილბაშები აღმოსავლეთ სამცხეში შემოიჭრნენ და დაიწყეს მშვიდობიანი მოსახლეობის უმოწყალო ჟლეტა. აი როგორ აღწერს ამ ამბებს სპარსელი ისტორიკოსი:

 
„ყიზილბაშები „მთასა და ველს მოედვნენ და ყოველი მთა და ფერდობი, სადაც ხალხის თავშესაფარი იყო, მიწასთან გაასწორეს და ვერც ერთმა ურჯულომ (ე. ი. ქრისტიანმა ქართველებმა) ცოცხალმა ვერ გააღწია ბრძოლის ველიდან. მოკლულთა ცოლ-შვილი, მოწყობილობა და ქონება გადაეცა მკვლელებს, როგორც კანონიერ მემკვიდრეთ, ფერიების მსგავსი ქართველი ლამაზმანები ტყვედ წაიყვანეს.““

ამ შემოსევის შედეგად განადგურდა ქართული ხუროთმოძღრების შესანიშნავი ძეგლი, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ქალაქი ვარძია, სადაც მესხი თავადების ნაწილი ცოლ-შვილით იყო შეფარებული. ყიზილბაშებმა გააფთრებული იერიშით და დიდი მსხვერპლის ფასად ამ ციხესიმაგრედ ქცეულ ქვაბთა ქალაქში შეჭრა მაინც ვერ შეძლეს. ბრძოლის დასასრულს ვარძიის სანახავად თვით შაჰ-თამაზი მისულა. მისი ბრძანებით ტყვედ ჩაგდებული ბერები უმოწყალოდ ამოხოცეს. ყიზილბაშებმა მონასტრიდან დიდძალი სიმდიდრე და წიგნები წაიღეს. აოხრებული სამცხე, ლორე, ბამბაკი და აღჯაყალა შაჰმა ქაიხოსროს გადასა. ამით ქართლში შემოსასვლელი უმნიშვნელოვანესი გზები თავის კონტროლს დაუქვემდებარა.

სამცხიდან ირანის შაჰი ქართლში გადმოვიდა და ქვეყნის მოთარეშებას შეუდგა, მაგრამ მოსახლეობის მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. არაერთი მისი მოთარეშე რაზმი ქართველებმა სასტიკად დააზარალეს და უკუაქციეს. ქართლში საბოლოო წარმატებას შაჰ-თამაზმა ვერც ამჯერად მიაღწია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორია, ტ. III, თბ. 2008 წ. გვ. 167-168