შაქრო გომელაური

ქართველი მსახიობი

შაქრო გომელაური (დ. 17 ნოემბერი, 1890, თბილისი — გ. 10 ივლისი, 1964,თბილისი) — ქართველი მსახიობი.

1904 წელს დაამთავრა თბილისის საქალაქო სასწავლებელი. 1912-1913 წლებში სწავლობდა თბილისის დრამატულ სტუდიაში.

მონაწილეობდა ავლაბრის მუშათა თეატრის სპექტაკლებში. 1910 წლიდან ვალერიან გუნიამ მიიწვია თბილისის პოფესიულ დასში. 1910-1916 მუშაობდა თბილსის თეატრში. 1916-1918 წლებში ქუთაისის თეატრში, 1922-1924 წლებში ბათუმის თეატრში. 1928 წლიდან იყო თბილისის კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებული თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს მრავალი როლი, მათ შორის: ერეკლე, ვილჰელმ კილმანი, პეპია, იაგო, კომისარი. გადაღებულია ფილმებში: „მე ვიტყვი სიმართლეს“, „მამლუქი“. მისი ხელმძღვანელობით მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოსპიტლებსა და ფრონტის ხაზზე 300–ზე მეტი კონცერტი გამართა მსახიობთა ბრიგადამ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1950 — საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება