შაქის მაზრა (რუს. Нухинский уезд) — რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ელისაბედპოლის გუბერნიის ერთ-ერთი ყოფილი უეზდი (ადმინისტრაციული ერთეული), მდებარეობდა კავკასიაში, მის ადმინისტრაციულ ცენტრს 1868 წლიდან წარმოადგენდა ქალაქი შაქი, სანამ მისი ოფიციალური გაუქმება 1921 წელს არ მხდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ.[1][2]

ნუხის მაზრა ელიზავეტპოლის გუბერნიის რუკაზე (ჩრდილო-დასავლეთით)

გეოგრაგია

რედაქტირება

შახის მაზრა მდებარეობდა ელიზავეტპოლის გუბერნიის შორეულ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთით მხრიდან მას ესაზღვრებოდა დაღესტნის ოლქი, აღმოსავლეთიდან ბაქოს გუბერნია, დასავლეთიდან საქართველოს გუბერნია, ხოლო სამხრეთიდან კი არეშის მაზრა. უეზდის ცენტრი იყო ქალაქი ნუკა (დღევანდელი ქალაქი შაქი). რეგიონის ჩრდილოეთ მხარეს ძირითადად მთიანი რელიეფი იყო გავრცელებული და კავკასიონის გასწვრივ მდებარეობდა, სადაც სიმაღლე 14-15 ათასი ფუტამდე აღწევს. რეგიონის ქვედა დაბლობ ნაწილში არის საუკეთესო გარემო-პირობები მებაღეობის, ბრინჯის მოყვანისა და მეურნეობისთვის. მთავარი მდინარეები რომლებიც მიედინება რეგიონში ძირითადად გამოიყენება სარწყავი მიზნით.[2] 1917 წლის კავკასიური კალენდრის თანახმად, რეგიონის მთლიანი არეალი შეადგენდა 4 201 კვადრატულ კილომეტრს.

სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანულ სახანოებზე რუსული მმართველობის დამყარების და ადმინისტრაციული რეფორმების განხორციელების შემდეგ, შაქის სახანოს ტერიტორიები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა. მოგვიანებით რეგიონს ეწოდებოდა ბაქოს გუბერნია. 1868 წელს ელისაბედპოლის გუბერნიის დაარსებისთანავე, შაქის უეზდი ბაქოდან ელისაბედპოლის გუბერნიის შემადგენლობაში გადაიტანეს.[3] 1918 წლის 30 აგვისტოს ელიზავეტპოლის გუბერნიას დაარქვეს განჯის გუბერნია, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციული განყოფილების შესაბამისად.[4]

დემოგრაფია

რედაქტირება

1897 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, უეზდის მთლიანი მოსახლეობა 120 555 ადამიანს შეადგენდა, აქედან 83 578 იყო აზერბაიჯანელი თურქი, 18 899 სომეხი, 8 506 - კიურიელი, 7 030 - უდიელი, 1 752 - თათარი, 230 - რუსი და სხვა უმცირესობების წარმომადგენლები.[5][6] რეგიონში მოსახლეობა ძირითადად დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით, მებაღეობით, მევენახეობით, მეღვინეობით, ბამბისა და თამბაქოს მოყვანით.[2] მე -19 საუკუნის ბოლოს, შახის მაზრა მოიცავდა ელისაბედპოლის გუბერნიის თამბაქოს წარმოების დაახლოებით 95% -ს. რაც მის ეკონომიკას განსაზღვრავდა [7] მაზრრას ცენტრალური ქალაქის შაქის მოსახლეობა 52 243 ადამიანს შეადგენდა. XX საუკუნის დასაწყისში რეგიონში ასზე მეტი აბრეშუმის ქარხანა ფუნქციონირებდა .[8].

  1. Chisholm, Hugh (1910) The Encyclopædia britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information. Volume 9. Leiden, the Netherlands: The Encyclopædia Britannica Company, გვ. 280. ISBN 978-90-04-17901-1. ციტირების თარიღი: 2011-08-09. 
  2. 2.0 2.1 2.2 Большой энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона. Нуха. ციტირების თარიღი: 2011-08-09.
  3. Agaian, Tshatur (1956) Крестьянская реформа в Азербайджане в 1870 году. Baku, Azerbaijan: National Academy of Sciences of Azerbaijan SSR, გვ. 61. 
  4. Khalafov, M.S. (1964) История государства и права Азербайджанской ССР. Baku, Azerbaijan: National Academy of Sciences of Azerbaijan SSR. Institute of Philosophy and Law, გვ. 46. 
  5. Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г. Распределение населения по родному языку и уездам Российской Империи кроме губерний Европейской России. ციტირების თარიღი: 2011-08-09.
  6. НУХИНСКИЙ УЕЗД (1897 г.). ციტირების თარიღი: 2011-08-09.
  7. Molchanov, Vasily Dmitrievich (1958) Крестьянское хозяйство в Закавказье к концу XIX в. Moscow: National Academy of Sciences of USSR, გვ. 425. 
  8. Azərbaycan Xalq Cümhuriyyəti Ensklopediyasının ( 2-ci cild, səh.: 274, Bakı, 2005) "Nuxa qəzası" məqaləsi დაარქივებული 2012-10-15 საიტზე Wayback Machine. .