შარპლანური ნაგაზი
შარპლანური ნაგაზი (მაკედ. Шарпланинец) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია მაკედონიაში შუა საუკუნეებში.
წარმოშობის ქვეყანა | ბალკანეთი/მაკედონია | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
შარპლანური ნაგაზი ყურადღებიანი მცველია, ის ჯერ კიდევ საკმაო რაოდენობითაა შემორჩენილი ალბანეთსა და მაკედონიაში, თუმცა წარმოშობით კრაშის ნაგაზზე უფრო ძველია (თუმცა ბერძნულ ნაგაზსა და თურქულ აკბაშზე უფრო ახალგაზრდაა). პირველად ეს ჯიში დარეგისტრირდა 1930 წელს. დღესდღეობით ხდება მათი ექსპორტირება აშშ-ში კოიოტებთან საბრძოლველად. ბოსნიაში მიმდინარე მოვლენებმა შეამცირეს ამ ჯიშის წარმომადგენლების რაოდენობა, თუმცა 1975 წლიდან ხდებოდა მათი გაყვანა აშშ-სა და კანადაში, სადაც ის უსაფრთხოდაა.
შარპლანური ნაგაზი თავდაჭერილი, დამოუკიდებელი ძაღლია და ძალიან სერიოზულად ეკიდება თავის მოვალეობებს: ცხვრების დაცვისას, ამოწმებენ ყველაფერ საეჭვოს და დაუფიქრებლად ჩაებმებიან თავისზე დიდ ცხოველთან ბრძოლაში. ის ძნელად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და ბავშვებს. ძნელად იწვრთნება. აქვს 10 სმ. სიგრძის, ხშირი ბალანი, რომლის შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი, ნაცრისფერი, ჟღალი-ყავისფერი, შავი. ნუშისებრ, მუქ თვალებს მელანქოლიური გამოხედვა ახასიათებს.