შარლ-ჟიულ-ანრი ნიკოლი (ფრანგ. Charles-Jules-Henri Nicolle; დ. 21 სექტემბერი, 1866, რუანი, — გ. 28 თებერვალი, 1936, ტუნისი) — ფრანგი ბაქტერიოლოგი. 1909 წელს აღმოაჩინა, რომ ტიფის გადამტანი ადამიანის ტილი იყო, რისთვისაც 1928 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

შარლ ნიკოლი
ფრანგ. Charles Nicolle

დაბ. თარიღი 21 სექტემბერი, 1866(1866-09-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბ. ადგილი რუანი[13]
გარდ. თარიღი 28 თებერვალი, 1936(1936-02-28)[14] [3] [4] [5] [15] [6] [7] [9] [10] [11] [12] (69 წლის)
გარდ. ადგილი ტუნისი[13]
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ბიოლოგი, ექიმი, პროფესორი[16] , bacteriologist, მიკრობიოლოგი და ბოტანიკოსი
მუშაობის ადგილი საფრანგეთის კოლეჯი[16] და პასტერის ინსტიტუტი[14]
ალმა-მატერი პასტერის ინსტიტუტი[14] და პიერ-კორნელის ლიცეუმი
მამა Eugène Nicolle
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[17] [18] , მონტიონის სამეცნიერო პრემია[14] , მონტიონის სამეცნიერო პრემია[14] და მონტიონის სამეცნიერო პრემია[14]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1893), შემდეგ მშობლიურ რუანში მუშაობდა და ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. 1902 წელს დაინიშნა ტუნისის პასტერის ინსტიტუტის დირექტორად და ამ თანამდებობაზე 31 წელი დაჰყო. მისი ხელმძღვანელობით ინსტიტუტი იქცა წამყვან სამეცნიერო ცენტრად, სადაც აქტიურად მუშავდებოდა ინფექციური დაავადებების შრატებითა და ვაქცინებით მკურნალობის მეთოდები. ტუნისში მოღვაწეობის დროს ნიკოლმა შენიშნა, რომ ტიფის გავრცელება საავადმყოფოების გარეთ ძალიან სწრაფად ხდებოდა, კლინიკის პირობებში კი მნიშვნელოვნად მცირდებოდა, რაც მან პაციენტების სათანადო ჰიგიენასა და საავადმყოფოში ყოველდღიური ტანისამოსის ჩამორთმევას დაუკავშირა. შემდგომი ძიებისა და მაიმუნებში ექსპერიმენტების გზით ნიკოლმა საბოლოოდ, 1909 წელს დაადგინა, რომ დაავადების გადამტანი (ვექტორი) ადამიანის ტილი (Pediculus humanus humanus) იყო. შემდგომ პერიოდში მან ერთმანეთისგან გამიჯნა კლასიკური ტილით გადაცემადი ტიფი და ვირთაგვის ტიფი, რომელიც ადამიანს მღრღნელების ტკიპით გადაეცემა. უშედეგოდ ცდილობდა ტიფის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. ნიკოლის სხვა მნიშვნელოვანი შრომები ეხება საქონლის ჭირს, ბრუცელოზს, წითელას, დიფტერიასა და ტუბერკულოზს. ასევე გამოქვეყნებული აქვს ფილოსოფიური შინაარსის და მხატვრული თხზულებები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Léonore databaseministère de la Culture.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 GeneaStar
  8. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  9. 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  10. 10.0 10.1 Académie nationale de médecine
  11. 11.0 11.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
  12. 12.0 12.1 Base biographiqueBIU Santé.
  13. 13.0 13.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119524880 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 Charles NicolleNobel Foundation.
  15. Pinson G., Thérenty M. Médias 19 — 2011. — ISSN 1927-0178
  16. 16.0 16.1 კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორების სია
  17. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1928Nobel Foundation.
  18. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.