შარიფ შარიფოვი
შარიფ შარიფოვი (რუს. Шариф Наидгаджавович Шарифов, აზერ. Şərif Şərifov; დ. 11 ნოემბერი, 1988, განუხი, ჩაროდინსკის რაიონი, დაღესტანი) — ავარული წარმოშობის აზერბაიჯანელი-რუსი მოჭიდავე. 2011 წელს მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე.[1] 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 84 კგ წონით კატეგორიაში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ფინალში დაამარცხა პუერტო-რიკოს წარმომადგენელი ხაიმე ესპინალი.[2]
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 11 ნოემბერი, 1988 (36 წლის) |
დაბ. ადგილი | Gunukh, რსფსრ, დაღესტანის ასსრ ან Charodinsky District |
სიმაღლე | 180 |
ქვეყანა | აზერბაიჯანი და რუსეთი |
2016 წლის რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 86 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ნახევარ-ფინალში აბდულრაშიდ სადულაევთან დამარცხებამდე მოუგო ბი შენგფენგსა და ზბიგნიევ ბარამოვსკის. რეპეშაჟში შარიფოვმა დაამარცხა პედრო სებალიოსი და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.[3]
2010 წელს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. 2011 წელს დორტმუნდში, გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 84 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2018 წელს 92 კგ წონით კატეგორიაში კასპიისკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. ფინალში ანგარიშით 1-2 დამარცხდა აბდულრაშიდ სადილაევთან. 2019 წელს მოიგო ბუქარესტში გამართული ევროპის ჩემპიონატი. ფინალში დაამარცხა პოლნელი მოჭიდავე ზბიგნევ ბარამოვსკი.
2011 წელს მოიგო სტამბოლში, თურქეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი. ფინალში დაამარცხა უკრაინის სახელით მონაწილე სპორტსმენი იბრაჰიმ ალდათოვი. 2009 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 84 კგ წონით კატეგორიაში, ჰერნინგში, დანიის სამეფოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. 2019 წელს 97 კგ წონით კატეგორიაში ნურ-სულთანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შარიფოვმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში დამარცხდა რუსეთის სახელით მოასპარეზე აბდულრაშიდ სადულაევთან, ანგარიშით 0-4.
2017 წელს ბაქოში გამართულ ისლამის სოლიდარობის თამაშებზე 86 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
მისი მწვრთნელები არიან ანვარ მაგომედგაჯიევი და ომარ კურამაგომედოვი. არის აზერბაიჯანული საჭიდაო კლუბი „Gamidov WC Atasport“-ის წევრი.
შარიფ შარიფოვს 2012 წელს მიენიჭა დიდების ორდენი. 2016 წელს მიენიჭა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპატიო დიპლომი. მას ასევე ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მიენიჭა წლის საუკეთესო სპორტსმენის სტატუსი 2011 და 2012 წლებში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Azerbaijani wrestlers Sharif Sharifov, Maria Stadnik called best in the world. Mtoopall.com (2012-02-09). ციტირების თარიღი: 2012-05-28[მუდმივი მკვდარი ბმული]
- ↑ CBS News. Sharif Sharifov of Azerbaijan wins Olympic wrestling gold medal in men's 84-kilogram freestyle
- ↑ Rio 2016 - Men's Freestyle 86 kg (20 August 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 3 October 2017