შარდოვანა-ფორმალდეჰიდური ფისები
შარდოვანა-ფორმალდეჰიდური ფისები — შარდოვანასა და ფორმალდეჰიდის ურთიერთქმედების პროდუქტები, რომელთაც აქვთ უნარი წარმოქმნან პოლიმერები. შარდოვანა-ფორმალდეჰიდურ ფისებს ამზადებენ წყალხსნარების სახით. იყენებენ ამინოპლასტების, წებოებისა და ქაფპლასტების წარმოებაში. მოდიფიცირებულ შარდოვანა-ფორმალდეჰიდურ ფისებს უმატებენ ალკიდურ ლაქებსა და მინანქარს დიდი სიმტკიცის, ბზინვარების, ატმოსფერმედეგობისა და სხვა თვისებების მისანიჭებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 688.