შამქორის ზავი
შამქორის ზავი — დაიდო 1401 წლის სექტემბერს, საქართველოს მეფე გიორგი VII და თემურლენგს შორის. შამქორის ზავს წინ უძღვოდა თემურლენგის მეშვიდე ლაშქრობა საქართველოში. მეფე გიორგი იძულებული გახდა ზავი ეთხოვა. თემურლენგი დათანხმდა, რადგანაც ოსმალეთის სულთანთან გადამწყვეტი შეტაკების წინ ზავი მისთვის ხელსაყრელი იყო.
შამქორის ზავი
1401 შამქორის ზავის პირობით:[1]
- საქართველო კისრულობდა ხარკის გადახდას;
- თემურლენგის ლაშქრობებში მონაწილეობას;
- სამიმოსვლო გზების თავისუფლების დაცვას;
- მუსლიმებისთვის პრივილეგიების მიცემას;[2]
- ქართველებს ეკრძალებოდათ მუსლიმურ ქვეყნებში სახალხოდ ქრისტიანული რელიგიური რიტუალის შესრულება.
სამაგიეროდ თემურლენგი საქართველოს მშვიდობას და ხელშეუხებლობას აღუთქვამდა. მიუხედავად ზავისა, თემურლენგი იმავე წელს თავს დაესხა თორთომის ციხეში გამაგრებულ ქართველებს და მოაოხრა იქაური მხარე.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Rayfield, Donald (2012). Edge of Empires: A History of Georgia. London: Reaktion Books, გვ. 150. ISBN 1780230303.
- ↑ Sicker, Martin (2000), The Islamic World in Ascendancy: From the Arab Conquests to the Siege of Vienna, p. 155. Praeger, ISBN 0-275-96892-8.
- ↑ Minorsky, Vladimir, "Tiflis", in: M. Th. Houtsma, E. van Donzel (1993), E. J. Brill's First Encyclopaedia of Islam, 1913–1936, p. 757. Brill, ISBN 90-04-08265-4.