შალვა ლავრენტის ძე ჭანკოტაძე (დ. 24 იანვარი, 1902, გორი — გ. 21 თებერვალი, 1965, თბილისი) — ქართველი სამხედრო-საჰაერო მოღვაწე, საბჭოთა ავიაციის გენერალ-მაიორი (1944).

შალვა ლავრენტის ძე ჭანკოტაძე
დაბადების თარიღი 24 იანვარი, 1902
დაბადების ადგილი გორი
გარდაცვალების თარიღი 21 თებერვალი, 1965 (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
კუთვნილება საბჭოთა კავშირი
ჯარის სახეობა ავიაცია
წოდება გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები მეორე მსოფლიო ომი
ჯილდოები ლენინის ორდენი, წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი

დაამთავრა სერპუხოვის საჰაერო სროლისა და ბომბდაშენის უმაღლესი სამხედრო სკოლა (1927). იმავე წელს გაწევრიანდა სკკპ-ში. 1927-1931 წლებში მსახურობდა კიევის სამხედრო ოლქში. 1938-1941 და 1951-1965 იყო საქართველოს სსრ სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი. მეორე მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა განსაკუთრებული დანიშნულების ავიაესკადრილიას, ავიაჯგუფს, პოლკს, დივიზიას; მონაწილეობდა სტალინგრადის საჰაერო ბრძოლებში. 1946 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. საქართველოს სსრ III-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1951-1962). დაჯილდოებულია 7 ორდენით, მათ შორის გრიუნვალდის ჯვრის ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება