შალვა ჩიხლაძე (დ. 12 ივლისი, 1912, ქუთაისი — გ. 14 იანვარი, 1997, თბილისი) — ქართველი მოჭიდავე. სსრკ-ის 4-გზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (1936, 1946, 1949, 1950). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

შალვა ჩიხლაძე
დაბადების თარიღი 12 ივლისი, 1912
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 14 იანვარი, 1997 (84 წლის)
თბილისი
ჯილდოები სსრკ ჩემპიონი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1930 წელს დაიწყო ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა. მისი მწვრთნელი გიორგი ქავთარაძე იყო. შემდეგ წელს გადავიდა თბილისში, ცნობილ მწვრთნელ ვახტანგ კუხიანიძესთან. 1932 წელს უკვე საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1934 წელს - ამიერკავკასიის პირველობა. მალე საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 1935 წელს საბჭოთა კავშირის ვერცხლის პრიზიორი გახდა, შემდეგ წელს კი - ჩემპიონი. გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში; მსახურობდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომიტეტის ცალკეული სპეცდანიშნულების ქვეით ბრიგადაში. 1941 წლის 7 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში და იქიდან პირდაპირ ომში წავიდა. ქალაქ კალუგასთან ახლოს დაჭრეს, 1942 წლის მარტამდე ჰოსპიტალში იწვა, მერე კი თბილისში დააბრუნეს მკურნალობის გასაგრძელებლად. 1944 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა და სსრკ-ის ჩემპიონატის ვერცხლის მედლებიც მოიპოვა. 1946-53 წლებში გამოდიოდა მოსკოვის სახელით. 1953 წელს კარიერა დაასრულა.[1]

შალვა ჩიხლაძე 1997 წლის 14 იანვარს თბილისში გარდაიცვალა.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება
  • 1936 - სსრკ ჩემპიონი
  • 1946 - სსრკ ჩემპიონი
  • 1949 - სსრკ ჩემპიონი
  • 1950 - სსრკ ჩემპიონი
  • სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება