შალვა ელიაძე
შალვა ნესტორის ძე ელიაძე (დ. 1896, ოზურგეთი — გ. 19 ივნისი, 1918, ახალი ათონის მახლობლად) — ქართველი ოფიცერი.
დაამთავრა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი. 1915-1917 წლებში მოხალისედ იბრძოდა რუსეთის არმიაში I მსოფლიო ომის ოსმალეთის, გერმანიის, ავსტრიისა და რუმინეთის ფრონტებზე. 1916 წელს დრისის 317-ე ქვეითი პოლკის რიგებში იყო პრაპორშჩიკად და დაიჭრა. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის ჯვრით. 1917 წლიდან შტაბს-კაპიტნის ჩინით მეთაურობდა ასეულს მე-3 ქართულ მსროლელ პოლკში. 1918 წლის აპრილში მონაწილეობდა სამეგრელოში ბოლშევიკთა მიერ მოწყობილი ამბოხების ჩახშობაში. ფოთის სახალხო გვარდიამ თავის ხელმძღვანელად აირჩია. 1918 წლის ივნისში აფხაზეთში ბოლშევიკური გამოსვლების დროს ახალ ათონთან დაამარცხა 1000-მდე მეამბოხე. დაიღუპა მთებში უკანდახეულ მოწინააღმდეგესთან შეტაკებაში.
ლიტერატურა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Елиадзе Шалва Нестерович. «Памяти героев Великой войны 1914–1918».