შალვა დადიანის ქუჩა

შალვა დადიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა, სოლოლაკისა და კალის თანამედროვე საზღვარი). თავისუფლების მოედნიდან ლადო ასათიანის ქუჩამდე. სოლოლაკის ერთ-ერთი უძველესი ქუჩა.

შალვა დადიანის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები კოჯრის გზის, ა. ველიამინოვის ქუჩა, ლ. დუმბაძის ქუჩა, ამიერკავკასიის ფედერაციის ქუჩა, ი. ჭავჭავაძის ქუჩა

შუა საუკუნეებში აქ გადიოდა ქალაქის ზღუდე-გალავანი, რომელიც XIX საუკუნის I ნახევარში დაინგრა. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წლის გეგმაზე დატანილია კოჯრის გზის სახელწოდებით. ქუჩა დააპროექტა პოლკოვნიკმა ბანოვმა 1809 წელს. 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ალექსი ველიამინოვის ქუჩა, 1922 წელს — ვლადიმერ (ლადო) დუმბაძის, 1932 წელს — ამიერკავკასიის ფედერაციის, 1947 წელს ილია ჭავჭავაძის სახელი დაერქვა. 1959 წელს შალვა დადიანის სახელი ეწოდა. ქუჩაზეა XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები.

ლიტერატურა

რედაქტირება