შაკენ აიმანოვი (აზერ. Şaken Aymanov; დ. 15 თებერვალი, 1914, ბაიანაული, რუსეთის იმპერია — გ. 23 დეკემბერი, 1970, მოსკოვი) — საბჭოთა ყაზახი მსახიობი, თეატრის და კინოს რეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1959). მის სახელს ატარებს „ყაზახფილმი“

შაკენ აიმანოვი
დაბადების თარიღი 15 თებერვალი, 1914
გარდაცვალების თარიღი 23 დეკემბერი, 1970 (56 წლის)
მოსკოვი
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები სსრკ სახალხო არტისტი (1959)

ბიოგრაფია

რედაქტირება

შაკენ აიმანოვი დაიბადა 1914 წლის 2 (15) თებერვალს სოფელ ბაიანაულში (პავლოდარის რაიონი, ყაზახეთი) გლეხების ოჯახში. 1928 წელს დაამთავრა სკოლა, 1931-33 წლებში სწავლობდა სემიპალატინსკის პედაგოგიურ ტექნიკუმში.

1933 წელს მწერალ გაბიტ მუსრეპოვის მიწვევით ჩავიდა ალმა-ატაში და მიღებულ იქნა ყაზახეთის დრამატული თეატრის დასში. 1947-51 წლებში იყო ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

1938 წლიდან იღებდნენ კინოში. 1954 წლიდან მუშაობდა კინორეჟისორად „ყაზახფილმში“. სსრკ-ში მას პოპულარობა მოუტანა ფილმმა „ჩვენი საყვარელი ექიმი“ (1957), რომელშიც მან რეჟისორობა და მსახიობობა ერთმანეთს შეუთავსა. 1964 წლის ფილმში — „პირტიტველა მატყუარა“, ის იყო სცენარის თანაავტორი, დამდგმელი რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი.

1964 წელს, უ. შექსპირის 400 წლისთავის აღნიშვნისას ინგლისში აიმანოვმა ოტელოს მონოლოგი ყაზახურ ენაზე წაიკითხა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ინგლისურ სცენაზე შექსპირი ყაზახურ ენაზე გაჟღერდა.

1940 წლიდან იყო სკკპ წევრი. არჩეულ იქნა ყაზახეთის სსრ უმაღლესი საბჭოს მე-4 და მე-7 მოწვევის დეპუტატად.

აიმანოვი 1970 წლის 23 დეკემბერს მოსკოვში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაიღუპა. დაკრძალულია ალმათში, ცენტრალურ სასაფლაოზე.[1]

 
შაკენ აიმანოვის საფლავი ალმათის ცენტრალურ სასაფლაოზე

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Вера Ляховская. (2013-08-08) Киноистории Шакена Айманова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-03. ციტირების თარიღი: 2017-02-03.