შავქლიავა
შავქლიავა — ქლიავის ქართული ჯიში. მიეკუთვნება უნგრულების ჯგუფს.[1] ხე ძლიერ იზრდება, აქვს განიერი ვარჯი, მსხვილი კვერცხისებრი ნაყოფი, რომლის საშუალო მასაა 32,8 გ. მოლურჯო-შავი კანი, რომელიც დაფარულია მოცისფრო სანთლისებრი ფიფქით, საშუალო ზომის, ელიფსური, წვრილი კურკა. რბილობი მომწვანო-მოყვითალოა, წვნიანი, ტკბილი, საკმაოდ მკვრივი. ნაყოფის შაქრიანობა — 8,2%, მჟავიანობა — 0,91%. კრეფენ აგვისტოს II ნახევარში. იყენებენ ხილად, კომპოტად, ჩირად, მწიფდება ერთდროულად, ტრანსპორტირებულია, იძლევა საუკეთესო ხარისხის პროდუქციას. დარაიონებულია საქართველოს ყველა ზონაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ახვლედიანი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 675.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მაღლაკელიძე, ელენე; ბობოქაშვილი, ზვიად (2015) ქლიავის ბაღის გაშენება. თბილისი: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2020. დაარქივებული 2021-08-03 საიტზე Wayback Machine.