კრახუნა შავი

(გადამისამართდა გვერდიდან შავი კრახუნა)
ეს სტატია კრახუნა შავს ეხება. კრახუნა თეთრის შესახებ იხილეთ კრახუნა თეთრი.

კრახუნა შავიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

სახელწოდება მიღებული აქვს მუქი კრახუნა რბილობისა და კრახუნა თეთრის მსგავსი მარცვლების ფორმის გამო.

ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ, გვხვდებოდა დღევანდელი ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ცალკეული ძირების სახით. არის საკოლექციო ჯიში.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი, იშვიათად თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისებრ-ქეჩისებრი შებუსვით. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდია, კონუსური, ზოგჯერ ცილინდრული ფორმის, დატოტვილი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი დიდი ან ძალიან დიდია, ოვალური, მუქი-ვარდისფერი. ცვილისებრი ფიფქით დაფარული. კანი უხეში აქვს, საშუალო სიმკვრივის, რბილობს ადვილად სცილდება. რბილობი მკვრივი და კნატუნაა, გემო — სასიამოვნო.

კნატუნა შავი საშუალო ზრდისაა, სავეგეტაციო პერიოდი 160-170 დღეა, სრულსიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 125-150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-21%, ხოლო მჟავიანობა — 8.5 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო. გამოიყენება სხვა ჯიშებთან ერთად დასაწურად და სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • კობახიძე თ., ვაზის ქართული ჯიშების ცნობარი, თბ., 2014, გვ. 64
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 198