შავი ზღვის კამბალა

შავი ზღვის კამბალა (ლათ. Psetta maeotica) — თევზი კამბალასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 1 მ აღწევს, წონა 15 კგ-ს. გვხვდება 90-100 მ სიღრმეზე. გავრცელებულია ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში; შედის მდინარეების დნეპრისა და დნესტრის შესართავებში. სქესობრივ სიმწიფეს მამალი აღწევს 5-8 წლისა, ხოლო დედალი — 6-11 წლისა. ტიპური ფსკერული მტაცებელია და მის დამახასიათებელ სანადირო ადგილს ქვიშიანი ფსკერი წარმოადგენს, სადაც ის ეფლობა ქვიშაში და მიახლოებულ მსხვერპლს უეცრად ესხმის თავს. იკვებება მოლუსკებით, კიბოსნაირებით, თევზებით. ძვირფასი სარეწაო თევზია.

შავი ზღვის კამბალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Psetta maeotica

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება