გალფის პროვინცია
(გადამისამართდა გვერდიდან ყურე (პროვინცია, პაპუა-ახალი გვინეა))
გალფის პროვინცია (ინგლ. Gulf Province, Gulf — „ყურე“) — პაპუა-ახალი გვინეის პროვინცია, რომელიც მდებარეობს კუნძულ ახალი გვინეის სამხრეთ სანაპიროზე. პროვინცია იყოფა 2 რაიონად: კერემა და კიკორი. პროვინციის ძირითად ტომს ჰქვია ტოარიპი. პროვინციაში ოთხი აეროპორტია: იჰუ, კერემა, ბაიმურუ და კიკორი. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია კერემა — პროვინციების ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქალაქი-ადმინისტრაციული ცენტრი. მისი მოსახლეობა ძლივს აღწევს ხუთი ათას ადამიანს.
პროვინცია | |||
---|---|---|---|
გალფი ინგლ. Gulf Province | |||
| |||
ქვეყანა | პაპუა-ახალი გვინეა | ||
ადმ. ცენტრი | Kerema | ||
შიდა დაყოფა | Kerema District და Kikori District | ||
კოორდინატები | 7°20′00″ ს. გ. 145°00′00″ ა. გ. / 7.33333° ს. გ. 145.00000° ა. გ. | ||
ფართობი | 34 472 კმ² | ||
მოსახლეობა | 158 197 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 4,59 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+10:00]] | ||
პროვინციის რელიეფს, მის აღმოსავლეთ ნაწილში ძირითადად შეადგენენ მთები და გორაკები. ცენტრალურ ნაწილში რელიეფი ზღვის დონიდან სულ აწეულია მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრით.